Latest NEWS
საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ორგანიზებით 8-26 მარტს ჩატარდა მორიგი ონლაინ უფასო სასერტიფიკატო ტრენინგი თემაზე "ბავშვის უფლებათა დაცვის სტანდარტები და მათი პრაქტიკული განხორციელება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში".
ტრენინგს უძღვებოდნენ ამ მიმართულების ტრენერები, იურისტები: მარიამ ბობოხიძე და სოფიკო მენაბდიშვილი.
ტრენინგი ეხება სკოლებში სასწავლო პროგრამის განმახორციელებელი პერსონალისთვის - მასწავლებლებისთვის იმ თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების გაზიარებას, რომელიც ორიენტირებულია სკოლებში ბავშვის საუკეთესო ინტერესების პრაქტიკულ რეალიზაციაზე და ეფუძნება საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებას.
ტრენინგში მონაწილეობა მიიღო 41 მასწავლებელმა, რომელთაც კურსის დასრულების შემდეგ გადაეცათ სპეციალური საჩუქრები და სერტიფიკატები.
ჩვენ ვაგრძელებთ ამ ძალიან საინტერესო და საჭირო ტრენინგის შეთავაზებას სკოლის მასწავლებლებისთვის, სრულიად უფასოდ.
თვალ-ყური ადევნეთ ჩვენს ფეიბუქ-გვერდს და jobs.ge-ს, სადაც მალე გამოცხადდება შემდეგი ნაკადის მიღება.