Latest NEWS
საქართველოს უნივერსიტეტსა და ბუცერიუსის სამართლის სკოლას შორის შეთანხმება გაფორმდა.
Cooperation between - BUCERIUS LAW SCHOOL and THE UNIVERSITY OF GEORGIA
საქართველოს უნივერსიტეტსა და ბუცერიუსის სამართლის სკოლას შორის შეთანხმება გაფორმდა, რომლის ფარგლებში ყოველი წლის გაზაფხულის სემესტრში 2-2 სტუდენტი თითოეული ამ უნივერსიტეტიდან ისარგებლებს გაცვლითი პროგრამით.
🇬🇪🇩🇪ბუცერიუსის სამართლის სკოლა მდებარეობს გერმანიაში, ქ. ჰამბურგში და ითვლება საუკეთესო სამართლის სკოლად მთელს ქვეყანაში. ყოველ წელს უნივერსიტეტი დაახლოვებით 100 სტუდენტს იღებს. ბუცერიუსის სამართლის სკოლის კურსდამთავრებულები ტრადიციულად უმაღლეს შედეგებს აღწევენ იურისტების სახელმწიფო გამოცდაზე გერმანიაში (Staatsexamen).
🇬🇪🇩🇪საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლა ყოველი წლის შემოდგომის სემესტრში შეარჩევს ორ სტუდენტს, რომლებიც ერთი სემესტრის განმავლობაში გაემგზავრებიან ქ. ჰამბურგში, გერმანიის საუკეთესო სამართლის სკოლაში სასწავლებლად.