Scroll down

explore more

The University of Georgia

Latest NEWS


SHARE ON


19 March 2015
საქართველოს უნივერსიტეტი, მთელი საქართველოს მასშტაბით სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეებისთვის, ლიტერატურულ პრემიას აწესებს!

საქართველოს უნივერსიტეტი, 20 აპრილიდან 24 აპრილის ჩათვლით, წიგნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ლიტერატურის კვირეულს ატარებს, რომლის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით სტუდენტებისთვის და სკოლის მოსწავლეებისთვის, აცხადებს ლიტერატურულ კონკურსს.

გამარჯვებულ ავტორს მიენიჭება საქართველოს უნივერსიტეტის ლიტერატურული პრემია „ფოლიო“. (ლაურეატის სერთიფიკატი და ფულად ჯილდო).

კონკურსის მონაწილეებიქართულ ენაზე ნებისმიერი ჟანრის ( დეტექტივი, ფანტასტიკა, დრამა, კომედია და ა.შ)  მოკლე მოთხრობას დაწერენ. (ტექსტი განთავსებული A 4 ფორმატში,1 – 3 გვერდი.)

კონკურსის მიზანია, ახალგაზრდებში წერის კულტურის ამაღლება. ნამუშევრებს ჟიური შეაფასებს და სამ გამარჯვებულს გამოავლენს.

პრემია გადაეცემა საუკეთესო ნამუშევრის ავტორს კონსურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტუდენტებს ან სკოლის მოსწავლეებს. ( მე-11/მე-12 კლასი).

კონკურსის პირობები:

 

1) ტექსტი უნდა იყოს აკრეფილი ქართული ფონტით ( SYLFAEN)

2) 12 - იანი შრიფტით, სტრიქონებს შორის დაშორება 1,5 და არ უნდა აღემატებოდეს 3 გვერდს. ტექსტი განთავსებული უნდა იყოს A 4 ფორმატში.

3) თავფურცელზე უნდა იყოს მითითებული კონკურსანტის მონაცემები: სახელი, გვარი, ასაკი, ტელეფონის ნომერი, სკოლის და უნივერსიტეტის დასახელება. ელექტრონული ფოსტა.

 

შეფასების კრიტერიუმები:

ა) ორიგინალურობა

ბ) შემოქმედებითობა

გ) ლაკონურობა

 

ნამუშევარი მიიღება 2015 წლის 1 აპრილიდან 20 აპრილის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ugfolio@ug.edu.ge

გამარჯვებულების დაჯილდოვების ცერემონია გაიმართება 24 აპრილს ლიტერატურის კვირეულის დახურვის დღეს, საქართველოს უნივერსიტეტში.

 

შემოგვიერთდით და გაიმარჯვეთ!






OUR SOCIAL NETWORKS
UG
CONTACT
Address: 77a, M. Kostava str. Tbilisi, 0171, Georgia Tel: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
ADDITIONAL LINKS
STAY INFORMED
Stay connected and get the latest information
SUBSCRIBE
All Rights Reserved. Copyright © 2018 The University of Georgia

STAY INFORMED
Stay connected and get the latest information
SUBSCRIBE
OUR SOCIAL NETWORKS
UG
CONTACT
Address: 77a, M. Kostava str. Tbilisi, 0171, Georgia Tel: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
ADDITIONAL LINKS
All Rights Reserved. Copyright © 2018 The University of Georgia