8 September 2016
საქართველოს უნივერსიტეტის მასწავლებლის მომზადების ერთწლიან პროგრამაზე საბუთების მიღება დაიწყო
მიმართულებები: ქართული ენა და ლიტერატურა, ინგლისური ენა და ლიტერატურა, ისტორია, ფიზიკა, მათემატიკა, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები.
მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
- საგნობრივი ცოდნის დამადასტურებელი გამოცდის ჩაბარების ცნობა მიღებული შეფასების მითითებით;
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ელ-ვერსია დისკზე ჩაწერილი);
- ბაკალავრის დიპლომი (დედანი) ან ნოტარიალურად დამოწმებული ასლი(ელ-ვერსია დისკზე ჩაწერილი);
- ფოტოსურათი (3x4) და ელ-ვერსია დისკზე ჩაწერილი.
- მოქმედმა მასწავლებლებმა, რომელთაც სურთ პროგრამაზე სწავლა, უნდა წარმოადგინონ სკოლაში კონკრეტული საგნის სწავლების დამადასტურებელი დოკუმენტი ;
- დაფინანსებული აპლიკანტების გამოვლენა მოხდება შიდა საუნივერსიტეტო გამოცდის/ტესტირების შედეგების საფუძველზე.
საბუთების მიღება წარმოებს მისამართზე; კოსტავას 77, საქართველოს უნივერსიტეტის IV კორპუსი, V სართული, 503 ოთახი. 2016 წლის 12 სექტემბრიდან 29 სექტემბრის ჩათვლით, შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა/ტესტირება ჩატარდება 30 სექტემბერს. სწავლა დაიწყება 10 ოქტომბერს.