Scroll down

explore more

The University of Georgia

Latest NEWS


SHARE ON


24 November 2015
საქართველოს უნივერსიტეტმა მორიგ ტოლერანტობის კვირეულს უმასპინძლა

საქართველოს უნივერსიტეტში, ტოლერანტობის საერთაშორისო დღის ფაგლებში 16 – 20 ნოემბრის ჩათვლით რიგით მეორე ტოლერანტობის კვირეული გაიმართა.
კვირეულის განმავლობაში უნივერსიტეტის კამპუსში ჩატარდა საჯარო ლექციები სხვადასხვა აქტუალურ თემებზე, რომლებიც ცნობილმა და კომპეტენტურმა ადამიანებმა წაიკითხეს. სტუმართა სია მოიცავდა საზოგადო მოღვაწეებს, ტელე წამყვანებს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს და ა.შ.
კვირეულის განმავლობაში გაიმართა სხვადასხვა ღონისძიება სტუდენტების ჩართულობით.
აღსანიშნავია, რომ ტოლერანტობის კვირეულის გახსნა დაემთხვა საფრანგეთში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებს. კამპუსში მოეწყო სპეციალური კუთხე ნიშნად სოლიდარობისა.
კვირეულის დახურვის ცერემონიალზე გაიმართა კონსურსის „ტოლერანტობა თავისუფლებაა“ მონაწილეების დაჯილდოვება, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებმა კრეატიული კამპანიის იდეები წარმოადგინეს. კონკურსის გამარჯვებული გახდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი მარიამ ხუროშვილი, რომელსაც საქართველოს უნივერსიტეტი გამოუყობს ბიუჯეტს გამარჯვებული პროექტის განსახორციელებლად.
საქართველოს უნივერსიტეტმა ტოლერანტობის კვირეულის ტრადიციას გასულ წელს ჩაუყარა საფუძველი, ნიშნად ჰუმანური და ტოლერანტული ღირებულებების პოპულარიზაციისა.
ტოლერანტობის კვირეულის სლოგანია „ტოლერანტობა თავისუფლებაა!“






OUR SOCIAL NETWORKS
UG
CONTACT
Address: 77a, M. Kostava str. Tbilisi, 0171, Georgia Tel: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
ADDITIONAL LINKS
STAY INFORMED
Stay connected and get the latest information
SUBSCRIBE
All Rights Reserved. Copyright © 2018 The University of Georgia

STAY INFORMED
Stay connected and get the latest information
SUBSCRIBE
OUR SOCIAL NETWORKS
UG
CONTACT
Address: 77a, M. Kostava str. Tbilisi, 0171, Georgia Tel: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
ADDITIONAL LINKS
All Rights Reserved. Copyright © 2018 The University of Georgia