Latest NEWS
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტმა (EWMI), წარმატებული თანამშრომლობიდან გამომდინარე, კვლავ განაგრძო საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლასთან საგრანტო თანამშრომლობა საქართველოს მოსამართლეებისთვის სამართლებრივი ინგლისური ენის ტრენინგების განსახორციელებლად.
ტრენინგებს ატარებს TOLES-ის სამართლებრივი ინგლისური ენის ცენტრი, რომელიც სამართლებრივი ინგლისურის შესწავლის მსოფლიოში არსებული ერთადერთი აკრედიტებული ცენტრია და რომლის წარმომადგენელი კავკასიაში სწორედ საქართველოს უნივერსიტეტია.