Latest NEWS
TOLES Legal English Centre Georgia of the UGLS
უკვე მესამედ მივიღეთ გრანტი
აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტმა (EWMI), წარმატებული გამოცდილებიდან გამომდინარე გააგრძელა საგრანტო თანამშრომლობა #UGLS-ის TOLES Legal English Centre Georgia-თან მოსამართლეებისთვის სამართლებრივი ინგლისურის სწავლების შესახებ.
აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) 1988 წელს დაარსდა. ის არის დამოუკიდებელი, არაკომერციული ორგანიზაცია, რომლის მიზანი მსოფლიოს მასშტაბით კანონის უზენაესობის, სამოქალაქო საზოგადოების და თავისუფალი ბაზრის განვითარებაა. ბიზნესში, სახელმწიფო მმართველობასა და სამოქალაქო სექტორში მდგრადი რეფორმების ხელშეწყობის მიზნით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი დაინტერესებულ მხარეებს სთავაზობს ტრენინგებსა და კონსულტაციებს და გასცემს გრანტებს.