Latest NEWS
საქართველოს უნივერსიტეტი პირველი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელმაც წარმატებით გაიარა საერთაშორისო სასერტიფიკატო ორგანოს - TÜV SÜD სერტიფიცირება ხარისხის მენეჯმენტის სტანდარტში ISO 9001.
საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლა 2019 წლის 7 დეკემბრიდან ითვლება ISO 9001:2015 სტანდარტის მფლობელად სამართლის სფეროში საგანმანათლებლო მომსახურების განხორციელების, დაგეგმვის და უზრუნველყოფის მხრივ.
მენეჯმენტის სისტემა უნივერსიტეტს აძლევს უპირატესობას საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე, უზრუნველყოფს მისი, როგორც ლიდერის იმიჯის მოპოვებასა და დამკვიდრებაში წამყვან საერთაშორისო პარტნიორებთან ხანგრძლივი და სტაბილური თანამშრომლობისათვის.