თათია გახარია-მოწვეული სპეციალისტი, უძღვება ანატომიის კურსს, წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი და აქვს დიპლომირებული მედიკოსის ხარისხი. წარმატებით ჩააბარა ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდა და ამჟამად თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბავშვთა ნევროლოგიის პროგრამის რეზიდენტი; სხვადასხვა საგანმანათლებლო ტურნირების, სამეცნიერო კონფერენციების მონაწილე და პრიზიორი; აქვს კლინიკური აზროვნების, ლიდერობის, პროექტების მართვისა და სამედიცინო დაწესებულებებში პრაქტიკული მუშაობის გამოცდილება.