Latest NEWS
KM3NET - ნეიტრინული ტელესკოპების პროექტი
საქართველოს უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ტენოლოგიების სკოლა #KM3Net ნეიტრინოების დეტექტორების ევროპული კოლაბორაციის სრული წევრი გახდა.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში გვაქვს შესაძლებლობა ჩვენი წვლილი შევიტანოთ თანამედროვე კვლევებში და სამეცნიერო შედეგები გამოვაქვეყნოთ მაღალრეიტინგულ ჟურნალებში.
პროექტი სტუდენტებზე და ახალგაზრდა მეცნიერებებზე ორიენტირებულია , რაც შესაძლებლობას აძლევთ მათ მონაწილეობა მიიღონ მონაცემთა დამუშავებაში და დააგროვონ გამოცდილება, რომელსაც #KM3Net სთავაზობს.
ჩვენი სტუდენტები : გივი აბესაძე, გიორგი ყალიჩავა და მინდია ხუჯაძე ასოც. პროფესორ გელა დევიძის ხელმძღვანელობით, 2021 იანვრიდან გადიან მონაცემთა გადამუშავებისთვის საჭირო მოსამზადებელ სამუშაოს.
პროექტის ფარგლებში ზღვაში კილომეტრების სიღრმეზე დედამიწისა და ზღვის შემსწავლელი მეცნიერებისთვის განთავსდება მოწყობილობები ზღვის გარემოსა და ზღვის ფსკერის მონიტორინგისთვის .
KM3NET - ის პროექტში მონაწილეობს მსოფლიოს 100-მდე სხვადასხვა უნივერსიტეტი და სამეცნიერო ჯგუფი, მათ შორის თბილისის სახელმწიფო უნივერსტიტეტი და ახლა უკვე საქართველოს უნივერსიტეტი.