Latest NEWS
შავი ზღვის ლურჯი პოლიტიკა
5 ივლისს, ბათუმში გაიმართა სამეცნიერო-საგანმანათლებლო ღონისძიება “შავი ზღვის ლურჯი პოლიტიკა”.
ღონისძიება მიზნად ისახავდა სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციების პოპულარიზაციასა და მკვლევართა მიღწევების გაცნობას ფართო საზოგადოებისთვის.
ფესტივალის ფარგლებში მოეწყო სამეცნიერო პავილიონები , სადაც მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლამ წარმოადგინა პროექტი "ტალღების ენერგია." პროექტი ასახავს მექანიზმს, რომლითაც ზღვის ტალღების ენერგია ელექტროენერგიად გარდაიქმნება, ასევე Km3Net ნეიტრინო ტელესკოპი, რომლის კოლაბორაციის წევრებიც გავხდით. აღნიშნული ნაშრომი სტუდენტების მიერ შეიქმნა და დაიხვეწა #IdeaLab-ში.
სამეცნიერო გამოფენასთან ერთად, მოეწყო: გათამაშებები და სახალისო და შემეცნებითი ვიქტორინა, რომლის გამარჯვებულებიც დაჯილდოვდნენ სიმბოლური საჩუქრებით.