შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის სრული აკრედიტებული პროგრამა
პროგრამის ყველა სავალდებულო მოდულის გავლის შედეგად, პროგრამის მსმენელი მოიპოვებს სასერტიფიკატო გამოცდის ჩაბარების უფლებას. აღნიშნული გამოცდის ჩაბარების შედეგად, მსმენელს მიენიჭება შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის კვალიფიკაცია ნებისმიერი სექტორული მიმართულებით, რათა განახორციელოს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის ფუნქცია-მოვალეობები ნებისმიერ ეკონომიკურ/არაეკონომიკურ სექტორში.
პროგრამის მიზანია, მოამზადოს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი და მოახდინოს მისთვის საჭირო კომპეტენციების განვითარება, ორგანიზაციაში დასაქმებულთა შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით.
პროგრამის დასრულებისა და შესაბამისი სასერტიფიკატო გამოცდის ჩაბარების შემდეგ, პირი შეძლებს, დასაქმდეს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პოზიციაზე ნებისმიერ კერძო თუ საჯარო ორგანიზაციაში ნებისმიერი სექტორული მიმართულებით.
პროგრამა მოიცავს სასწავლო მოდულების ერთობლიობას, რომლის ხანგრძლივობაა 230 აკადემიური საათი, საიდანაც 133 საათი ეთმობა თეორიულ, ხოლო 97 - პრაქტიკულ სწავლებას.
ორშაბათი - შაბათი 10:00-დან 3:00 საათამდე
ხაბგრძლივობა - 8 კვირა; 230 საათი (133 თეორიული + 97 პრაქტიკული)
ფასი - 1890 ლარი
სამშაბათი, ხუთშაბათი 19:00-დან 22:00 სთ-მდე, შაბათი 10:00 - დან 16:00 სთ-მდე
ხანგრძლივობა - 20 კვირა; 230 საათი (133 თეორიული + 97 პრაქტიკული)
ფასი - 2080 ლარი
კურსზე რეგისტრაციის ბოლო ვადა: 20 მაისი
კურსზე რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://forms.office.com/r/x1nZVRzS4U
(კურსზე რეგისტრაცია ხდება რიგითობის მიხედვით ზღვრული ადგილების ამოწურვამდე)