აბიტურიენტის მიერ რეგისტრაციის გავლის შემდეგ, სოციალურ მეცნიერებათა სკოლის მიერ დაკომპექტებული კომისია განიხილავს შემოსულ განცხადებებს და მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას დაფინანსების შესახებ.
დაფინანსების მიღების ერთ -ერთი მთავარი კრიტერიუმი სკოლაში სწავლის პერიოდში აკადემიური მოსწრება და განხორციელებული აქტივობებია (საგანმანათლებო, სპორტული და სხვა).
კომისიის მიერ ორი ან მეტი კანდიდატის თანაბარი შეფასებების შემთხვევაში, შესაძლებელია დაინიშნოს გასაუბრება.
სააპლიკაციო ფორმაში, პიროვნების მიერ მითითებული პერსონალური ინფორმაცია ორგანიზაციის მიერ გამოყენებულ იქნება მხოლოდ სტიპენდიის გაცემის მიზნით.