Latest NEWS
საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლა აცხადებს მიღებას DRG/მომსახურების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით საქართველოს ჯანდაცვის სისტემის დაფინანსების ახალი მოდელის შემსწავლელ კურსზე
კურსი განკუთვნილია ჯანდაცვის მენეჯმენტისა (მმართველობითი ყველა დონე, ხარისხი) და სისტემაში ჩართული პერსონალისთვის, რომელსაც შეხება აქვს სამედიცინო მომსახურების მიწოდება-ანგარიშგებასთან.
კურსი გამორჩეულია DRG დანერგვის მულტიდისციპლინური მიდგომით. თეორიული და პრაქტიკული გამოცდილების მქონე შესაბამისი დარგის პროფესიონალებთან (მ. შ. საერთაშორისო) ერთად წარმოდგენილი იქნება საქართველოში მოქმედი DRG დაფინანსების მოდელი, შედარება სხვა ქვეყნების ჯანდაცვის დაფინანსების ანალოგიურ მოდელთან, ინსტრუმენტები, უპირატესობები და გამოწვევები; ადგილობრივი ქეისები და გადაწყვეტის გზები, როგორ ვიმუშაოთ უკეთესად.
კურსის ხელმძღვანელი - თამარ ლობჯანიძე, საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლის დირექტორი
კურსი მოიცავს 15 საკონტაქტო საათს.
კურსი ჩატარდება 2023 წლის 20-22 იანვარს, შემაჯამებელი შეხვედრა - 29 იანვარს საქართველოს უნივერსიტეტის/ UG ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლის კამპუსში კოსტავას 77ა
თემატიკა და ადამიანური რესურსი
20 იანვარი 17.30-22.00 ს
თ.ლობჯანიძე MSc, PHDc. /UG
ამირან გამყრელიძე MD, PHD /UG
მოწვეული სპიკერი ეკატერინე ადამია, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ქეთევან გოგინაშვილი MSc, MPH, PhD /UG
21 იანვარი 10.00-14.30 სთ
მარინა დარახველიძე MD, LLM, PhDc /UG
მოწვეული სპიკერი ეკატერინე სანიკიძე,MD, PhD, /DTMU, თბილისის ბალნეოლოგიური კლინიკა
22 იანვარი 10.00-14.30 სთ
ვატო სურგულაძე MD, MBA, PhDc /UG
მოწვეული სპიკერი ბესიკ ფესტვენიძე - სადაზღვევო კომპანია "ჯიპიაი ჰოლდინგი"
მოწვეული სპიკერი მაია მახარაშვილი, MD, MBA. ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა
ნონა მაღრაძე, MD, MHA, PhDc /UG
29 იანვარი 10.00-14.30 სთ
საერთაშორისო ექსპერტი /online ჩართვა
პროგრამის სპეციალისტთა პანელი
კურსის ღირებულებაა 450 ლარი.
რეგისტრაციის გასავლელად ქვემოთ მოცემულ სარეგისტრაციო ფორმაში აპლიკანტის მიერ წარმოდგენილი და ატვირთული უნდა იქნეს შემდეგი საბუთები:
1. CV.
2. პირადობის მოწმობის ასლი.
3. უმაღლესი განათლების სერტიფიკატის ასლი.
4. რეგისტრაციის საფასურის გადახდის საბუთი.
საკონტაქტო პირი: ბესიკ ლუხუტაშვილი, ტრენინგ ცენტრის ხელმძღვანელი.
ელ. ფოსტა: besik.lukhutashvili@ug.edu.ge
ტელ.: 577 46 92 96; 599 88 44 13