Scroll down

explore more

Latest NEWS

ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლის გლობალური და ევროპული ჯანმრთელობის განათლებისა და კვლევების ინსტიტუტი აცხადებს რეგისტრაციას  საგანმანათლებლო პროგრამაზე გლობალური და საზოგადეობრივი ჯანმრთელობის საფრთხეებზე გადაუდებელი მზაობა და რეაგირება“,  რომელიც ტარდება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის მხარდაჭერით.

პროგრამა განკუთვნილია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სპეციალისტებისთვის, ჯანდაცვითი მეცნიერებების პროგრამების კურსდამთავრებულთათვის და იმ პირებისთვის, რომლებიც აღნიშნული მიმართულებით არიან დასაქმებულები. პროგრამის მიზანია მსმენელებგაეცნოსაზოგადოებრივი ჯანმრთელობის საფრთხეებზე გადაუდებელი მზაობის საფუძვლებს, რეაგირების სტრატეგიებს, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საფრთხეების რისკების შეფასების იარაღებს და მზადყოფნის პროგრამებს. სწავლების მანძილზე მსმენელებს უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან ერთად, პირადი გამოცდილებიდან საინტერესო პრაქტიკასა და გამოცდილებას გაუზიარებენ და მსმენელებთან ერთად იმსჯელებენ დარგის საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები და სპეციალისტები. კურსზე მსმენელების შერჩევა მოხდება კონკურის წესით და მათთვის პროგრამაში მონაწილეობა უფასოა.

სწავლების მეთოდები:

ლექცია-პრაქტიკული, დისკუსია, სიტუაციური ამოცანების განხილვა, კრიტიკული ანალიზი, მიზნობრივი ლიტერატურიდან რეფერირება, პრეზენტაცია.

საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს 15 საკონტაქტო საათს. შეხვედრები გაიმართება 16, 17 (17:00 სთ-დან 22:00 სთ-მდე) და 18 ოქტომბერს (11:00 სთ-დან 16:00 სთ-მდე).

მისამართი: საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლის გლობალური და ევროპული ჯანმრთელობის განათლებისა და კვლევების ინსტიტუტი,  ქავთარაძის 21ა, ჩიხი 4, IV სართული.

რეგისტრაცია შესაძლებელია 2025 წლის 18 სექტემბრის 12:00 სთ-დან 29 სექტემბრის 24:00 სთ-მდე, შემდეგ ბმულზე:  https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfkj75wOyZzhUjTuIoHag5WElmOPc-Yh3DjAH0DJba9SpZM9Q/viewform

რეგისტრაციის გასავლელად აპლიკანტმა აღნიშნულ ბმულზე ასევე უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

1. პირადობის მოწმობის ასლი.

2. რეზიუმე/CV მაქსიმუმ 3 გვერდი.

3. უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი ან ცნობა დასრულების შესახებ საგანმანათლებლო დაწესებულებიდან.

4. ერთი რეკომენდაცია დამსაქმებლისგან, მენტორისგან ან აკადემიური ხელმძღვანელისგან.

 

საკონტაქტო პირი: რატი ნავრუზოვი,  გლობალური და ევროპული ჯანმრთელობის განათლებისა და კვლევების ინსტიტუტი, r.navruzovi@ug.edu.ge

 









OUR SOCIAL NETWORKS
UG
CONTACT
Address: 77a, M. Kostava str. Tbilisi, 0171, Georgia Tel: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
ADDITIONAL LINKS
STAY INFORMED
Stay connected and get the latest information
SUBSCRIBE
All Rights Reserved. Copyright © 2018 The University of Georgia

STAY INFORMED
Stay connected and get the latest information
SUBSCRIBE
OUR SOCIAL NETWORKS
UG
CONTACT
Address: 77a, M. Kostava str. Tbilisi, 0171, Georgia Tel: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
ADDITIONAL LINKS
All Rights Reserved. Copyright © 2018 The University of Georgia