Scroll down

explore more

vacancy

13 December 2016

საქართველოს უნივერსიტეტის აცხადებს კონკურსს შემდეგი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლაში აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად არქეოლოგიის მიმართულებებით:

  • ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა ანტიკური ხანის არქეოლოგიის მიმართულებით (1 ვაკანსია);

განსაკუთრებული მოთხოვნა: პრაქტიკული გამოცდილება, პუბლიკაციები ანტიკური ხანის არქეოლოგიის მიმართულებით.

  • ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა ქალკოლითის არქეოლოგიის მიმართულებით (1 ვაკანსია);

განსაკუთრებული მოთხოვნა: პრაქტიკული გამოცდილება, პუბლიკაციები ქალკოლითის არქეოლოგიის მიმართულებით.

  1. წარმოსადგენი დოკუმენტებია:

ა) განაცხადი საკონკურსო კომისიის სახელზე - იმ ვაკანსიის მითითებით, რომელზეც განაცხადს აკეთებს აპლიკანტი;

ბ) საქართველოს უნივერსიტეტის აპლიკაციის ფორმა შევსებული ქართულ და ინგლისურ ენებზე;

გ) რეზიუმე (არაუმეტეს 80 სიტყვისა);

დ) ფოტოსურათი (ზომით 3X4);

ე) პირადობის მოწმობის ასლი;

ვ) აკადემიური ხარისხის (ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი ან მათთან გათანაბრებული) დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი - დამოწმებული ნოტარიულად. უცხოეთში გაცემული ან არაქართულენოვანი დიპლომი უნდა იყოს ნათარგმნი ქართულ ენაზე. უცხოეთში მიღებული კვალიფიკაცია აღიარებული უნდა იყოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ  და თარგმანი - დამოწმებული ნოტარიულად;

ზ) ცნობა პედაგოგიური/სამეცნიერო გამოცდილების შესახებ;

თ) სამოტივაციო წერილი;

ი) ორი სარეკომენდაციო წერილი;

კ) საგნის სილაბუსები;

ლ) გამოქვეყნებული შრომების სია და ასლები (წარმოსადგენია გამოქვეყნებული შრომების სრული ნუსხა. წიგნები, სახელმძღვანელოები, მონოგრაფიები გამოცემული სახით ან ასლები და მხოლოდ ბოლო ხუთი წლის მანძილზე გამოქვეყნებული სტატიების ასლები);

  1. საბუთები წარმოსადგენია როგორც მატერიალური, ისე ელექტორნული ფორმითაც;
  2. წარმატებული კანდიდატის გამოვლენა განხორციელდება შემდეგი წესით:

4.1 ძირითადი კრიტერიუმები:          

ა) აკადემიური ხარისხი. ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად  სავალდებულოა დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

ბ) სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობა. ასოცირებულ პროფესორს უნდა ჰქონდეს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;

გ) სამეცნიერო ნაშრომები;

4.2. დამატებითი კრიტერიუმები:

ა) სილაბუსი/სილაბუსები, რომლებიც ფასდება შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით;

ბ) სამეცნიერო კონფერენციებში/სემინარებში მონაწილეობა - ბოლო 5 წლის განმავლობაში;

გ) პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა და პროექტორთან მუშაობის უნარი;

* საკონკურსო კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში, კანდიდატს შეიძლება ეთხოვოს საჯარო ლექციის ჩატარება მის მიერ წარმოდგენილ სილაბუსში მითითებულ ერთ-ერთ საკითზე.

  1. საკონკურსო დოკუმენტების მიღება განხორციელდება 2017 წლის 13 იანვარს 12:00 საათიდან 18:00 საათამდე, მისამართზე: თბილისი, კოსტავას ქ. №77, IV კორპუსი, ოთახი №516.
  2. კონკურსი ჩატარდება 2017 წლის 16 იანვარს.
  3. კანდიდატებს კონკურსის წინასწარი შედეგები ეცნობება დაუყოვნებლივ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.
  4. საონკურსო კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო კომისიაში. საჩივრებისა და პრეტენზიების მიღების დღე - 2017 წლის 18 იანვარი
  5. კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება 2017 წლის 19 იანვარს საქართველოს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე ug.edu.ge.

დართული ფაილები

SHARE ON







OUR SOCIAL NETWORKS
UG
CONTACT
Address: 77a, M. Kostava str. Tbilisi, 0171, Georgia Tel: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
ADDITIONAL LINKS
STAY INFORMED
Stay connected and get the latest information
SUBSCRIBE
All Rights Reserved. Copyright © 2018 The University of Georgia

STAY INFORMED
Stay connected and get the latest information
SUBSCRIBE
OUR SOCIAL NETWORKS
UG
CONTACT
Address: 77a, M. Kostava str. Tbilisi, 0171, Georgia Tel: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
ADDITIONAL LINKS
All Rights Reserved. Copyright © 2018 The University of Georgia