Scroll down

explore more

vacancy

ანაზღაურებადი სტაჟირება გაყიდვების მიმართულებით-Nexia Solutions

12 January 2026

კომპანია Nexia Solutions აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას გაყიდვების მიმართულებით.

ფუნქცია-მოვალეობები:
• არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან სატელეფონო ზარების განხორციელება;
• პოტენციური კლიენტებისათვის Nexia Solutions-ის პროგრამების/სერვისების გაცნობა და მათთვის შესაბამისი შეთავაზების მომზადება;
• შეხვედრების ორგანიზება და პრეზენტაციის ჩატარება;
• არსებული და პოტენციური კლიენტების ბაზების მართვა/განახლება;
• გაყიდვების რეპორტინგის წარმოება.

მოთხოვნები:
• სასურველია რუსული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე (B2) ცოდნა;
• საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
• გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
• დროის ეფექტურად მართვის უნარი; • გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები:
• სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, მერაბ ალექსიძის 12, „King David”.
• სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, ნაწილობრივ დისტანციური, 10:00-19:00
• ანაზღაურება: 300₾ პირველი სამი თვე (ყველანაირი გადასახადის/მოსაკრებლის/შენატანის გარეშე).

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე/CV შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@nexia.ge წერილის სათაურში ("subject") აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - „ანაზღაურებადი სტაჟირება გაყიდვების მიმართულებით“.

კომპანია Nexia Solutions ნერგავს თანამედროვე ERP და CRM გადაწყვეტილებების საქართველოს ბაზარზე. კომპანიის მისიაა, ხელი შეუწყოს ბიზნეს-პროცესების სისტემატიზირებული მართვის განვითარებას, ხოლო მიზანი - ERP და CRM მიმართულებით არსებული უახლესი პროგრამული გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომის ზრდა და საქართველოში ბიზნესის თანამედროვე მართვის კულტურის დამკვიდრებაა. Nexia Solutions-ის დახმარებით უამრავმა კომპანიამ გააციფრულა ყოველდღიური სამუშაო პროცესი.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ კარიერული განვითარების და დასაქმების სამსახურიში.

აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარდგეთ დამსაქმებლის წინაშე.

 

 

SHARE ON







OUR SOCIAL NETWORKS
UG
CONTACT
Address: 77a, M. Kostava str. Tbilisi, 0171, Georgia Tel: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
ADDITIONAL LINKS
STAY INFORMED
Stay connected and get the latest information
SUBSCRIBE
All Rights Reserved. Copyright © 2018 The University of Georgia

STAY INFORMED
Stay connected and get the latest information
SUBSCRIBE
OUR SOCIAL NETWORKS
UG
CONTACT
Address: 77a, M. Kostava str. Tbilisi, 0171, Georgia Tel: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
ADDITIONAL LINKS
All Rights Reserved. Copyright © 2018 The University of Georgia