შპს „ჯიაიჯი ჰოლდინგი“ აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას კონტრაქტების ვალდებულებათა მონიტორინგის განყოფილებაში
ზოგადი პირობები:
-
სტაჟირების დაწყების სასურველი პერიოდი: ივნისი/ივლისი;
-
სტაჟირების ხანგრძლივობა: 3-დან 6 თვემდე;
-
ხელზე ასაღები ანაზღაურება სტაჟირების განმავლობაში: 500 ლ;
-
სამუშაო განრიგი: ინდივიდუალური, წინასწარ შეთანხმებული ლექციების და გამოცდების გათვალისწინებით (ოფისის სამუშაო განრიგია: ორშაბათი - პარასკევი, 09:30-18:30);
-
ოფისი მდებარეობს: თბილისი, ალ.ყაზბეგის გამზირი 2ა / პეკინის გამზირი 34;
სტაჟიორი მონაწილეობას მიიღებს ჰოლდინგში შემავალი კომპანიების იურიდიული დოკუმენტაციისა და პროცესების მონიტორინგში:
-
ხელშეკრულებების გაცნობა და ადმინისტრირება (დოკუმენტების პროგრამაში ატვირთვა-აღრიცხვა, ბაზების კონტროლი);
-
ხელშეკრულებების ვადების კონტროლი;
-
სახელშეკრულებო ვალდებულებების ჯეროვნად შესრულების კონტროლი;
-
კომპანიის პასუხისმგებელი პირებისთვის ხელშეკრულების ვადისა და ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესახებ ინფორმაციის დროული მიწოდება.
აუცილებელი მოთხოვნები:
-
ბაკალავრის ხარისხი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი სამართლის ან ბიზნეს-ადმინისტრირების მიმართულებით;
-
ბიზნეს-ანალიზის ან ოპერაციების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ან შესაბამისი კომპეტენცია ჩაითვლება უპირატესობად;
-
საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office – Word, Excel, Outlook) ცოდნა;
-
ინგლისური ენის ცოდნა (B2 დონეზე);
-
რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
Უნარები: