საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის და კურსდამთავრებულებისთვის
Evex Hospitals აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, ს. ცინცაძის 24ა
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ძირითადი მოვალეობები:
ბუღალტრული ოპერაციების შესრულება კომპანიის აღრიცხვის სისტემაში
მიღებული პირველადი დოკუმენტაციის გადამოწმება და ასახვა შესაბამის ბუღალტრულ ანგარიშებზე
არსებული ანგარიშგებების მომზადებაში მონაწილეობის მიღება
პირველადი დოკუმენტაციის სწორად და დროულად ასახვის უზრუნველყოფა ბუღალტრულ პროგრამაში
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება ბუღალტრული აღრიცხვის, ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით
Microsoft Office-ის (განსაკუთრებით Excel-ის) პროგრამების ცოდნა
პასუხისმგებლიანობა, დეტალებზე ორიენტირებულობა
ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება
გუნდური მუშაობის უნარი
ეფექტური კომუნიკაციის უნარი
ბენეფიტები:
პროფესიული განვითარების ტრენინგები
50%-იანი ფასდაკლება ლაბორატორიულ-ინსტრუმენტულ კვლევებზე
50%-მდე ფასდაკლება სტომატოლოგიურ მომსახურებაზე კლინიკა „ნიუ დენტში“
ფასდაკლებები “ჯიპისის” და “ფარმადეპოს” სააფთიაქო ქსელში
ჯანმრთელობის დაზღვევა
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა: 11 ივნისი, 2025
ვაკანსიაზე განაცხადის წარსადგენად გადადით ბმულზე:
ბუღალტრის ვაკანსია – Evex Hospitals
პერსონალური მონაცემების დაცვის პირობები:
თქვენს მიერ მოწოდებული მონაცემები დამუშავდება „ევექსი“-ს მიერ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის შესაბამისად, მხოლოდ შერჩევისა და შესაძლო დასაქმების მიზნით. მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ კარიერული განვითარების და დასაქმების სამსახურიში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარდგეთ დამსაქმებლის წინაშე.
საკონტაქტო ინფორმაცია:
E-mail: career@ug.edu.ge
Tel: +995 511 30 27 47.