Scroll down

explore more

vacancy

დებიტორებთან კომუნიკაციის სპეციალისტი-ჯეო ჰოსპიტალსი
30 July 2025

ერთ-ერთი უმსხვილესი სამედიცინო ქსელი „ჯეო ჰოსპიტალსი“ აერთიანებს 25 სამედიცინო დაწესებულებას თბილისსა და რეგიონებში. ქსელი წარმოდგენილია 15 სტაციონარით, 10 ამბულატორიით და უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას თბილისში, კახეთში, ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთში, სამცხე ჯავახეთსა და იმერეთში.

 

"ჯეო ჰოსპიტალსი“ აცხადებს ვაკანსიას დებიტორებთან კომუნიკაციის სპეციალისტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, შპს “ჯეო ჰოსპიტალსის” სათავო ოფისი (ლოკაცია საბურთალო, დელისის მეტროს მიმდებარედ);

სამუშაო დრო: ორშ-პარ, 09:30-18:30 სთ (1 საათიანი შესვენებით).

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

 

** კომპანიასთან კოორდინირებულ თანამშრომლობაში მყოფი იურიდიული პირების დავალიანების კონტროლი და მართვა;

** შესაბამის კერძო თუ იურიდიულ პირებთან კომუნიკაცია დავალიანებების დაფარვასთან დაკავშირებით;

** სადაზღვევო კომპანიებთან, სახელმწიფოსთან, მუნიციპალიტეტებთან თუ სხვა კერძო/იურიდიულ პირებთან წარდგენილი შესრულებული სამუშაოს აღრიცხვა;

** სადაზღვევო კომპანიებთან შედარების აქტების ვალიდაცია.

 

 

აუცილებელი მოთხოვნები:

 

** უმაღლესი განათლება;

** სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე ჩაითვლება უპირატესობად(სადაზღვევო ან სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);

** MS Office-ის ფლობა, განსაკუთრებით Excel;

** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

 

 

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

 

** მოლაპარაკების წარმოების უნარი;

** პრიორიტეტების სწორად განსაზღვრისა და საქმის ბოლომდე მიყოლის უნარი;

** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;

** კომუნიკაბელურობა;

** დეტალებზე ორიენტირებულობა.

 

 

რას გთავაზობთ:

 

** ფართომასშტაბურ კომპანიაში განვითარების შესაძლებლობას;

** პროფესიონალებით დაკომპლექტებულ მეგობრულ გუნდს;

** როგორც სტანდარტულ, ასევე დამატებით საინტერესო ბენეფიტებს (ექსკლუზიური ფასდაკლებები სასტუმროებზე და სხვ.);

** კვარტლურ გუნდურ აქტივობებს;

** ღირებულ სამუშაო გამოცდილებას.

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 3 აგვისტო.

 

რეზიემეს გასაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ აღნიშნულ ბმულს: https://www.app.helio-ai.com/apply/ogim2i3xu1aodkmt?src=Unies

 

 

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ კარიერული განვითარების და დასაქმების სამსახურიში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარდგეთ დამსაქმებლის წინაშე.

 

 

საკონტაქტო ინფორმაცია:
E-mail: career@ug.edu.ge
Tel: +995 511 30 27 47

 

 

SHARE ON







OUR SOCIAL NETWORKS
UG
CONTACT
Address: 77a, M. Kostava str. Tbilisi, 0171, Georgia Tel: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
ADDITIONAL LINKS
STAY INFORMED
Stay connected and get the latest information
SUBSCRIBE
All Rights Reserved. Copyright © 2018 The University of Georgia

STAY INFORMED
Stay connected and get the latest information
SUBSCRIBE
OUR SOCIAL NETWORKS
UG
CONTACT
Address: 77a, M. Kostava str. Tbilisi, 0171, Georgia Tel: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
ADDITIONAL LINKS
All Rights Reserved. Copyright © 2018 The University of Georgia