Scroll down

explore more

vacancy

ენერგეტიკული პროექტების სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

8 May 2026
თანამდებობის დასახელება
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება
ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის ენერგეტიკული პროექტების სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ორგანიზაციის შესახებ
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში დასაქმების შემთხვევაში სამინისტრო გთავაზობთ:
1. თანამშრომლის ორიენტაცია/ადაპტაციას;
2. მოტივაციის სისტემებს;
3. განვითარების საშუალებას;
4. კვალიფიკაციის ამაღლებაში ხელშეწყობას;
5. კარგ კორპორატიულ კულტურას და მაღალი სტანდარტის ეთიკურ გარემოს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო გისურვებთ წარმატებას პროფესიულ და კარიერულ განვითარებაში.
სრული ინფორმაციისათვის იხილეთ: www.economy.ge
კატეგორია
ენერგეტიკა
განცხადების ბოლო ვადა
11.05.2026
თანამდებობრივი სარგო:
2560 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
12 თვე
ფუნქციები
- მონაწილეობა სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში, ენერგეტიკული საინვესტიციო პროექტების მთავრობის სხდომაზე განსახილველად წარდგენის მიზნით;
- მონაწილეობა ენერგეტიკულ საინვესტიციო პროექტებთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავების პროცესში;
- განსახილველად წარმოდგენილი სამართლებრივი აქტების პროექტების შესწავლა და შესაბამისი დასკვნების მომზადება;
- მონაწილეობა ენერგეტიკული საინვესტიციო ხელშეკრულებების გაფორმების მიზნით კანონმდებლობით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელებაში;
- საინვესტიციო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პროექტების განხორციელების ხელშეწყობა;
- სამმართველოდან, დეპარტამენტიდან ან სამინისტროდან გასაგზავნი კორესპონდენციის პროექტების მომზადება;
- სამინისტროს დებულებით, სხვა ნორმატიული აქტებითა და ხელმძღვანელობის მიერ კომპეტენციის ფარგლებში გაცემული დავალებების შესრულება.

დამატებითი მოთხოვნები
ა) უმაღლესი განათლება სამართალმცოდნეობის მიმართულებით;
ბ) ენერგეტიკის/ ფინანსების/ პროექტების მენეჯმენტის /ეკონომიკის/იურიდიული/ საერთაშორისო ან/და დონორ ორგანიზაციებთან (ორგანიზაციებში) მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება.

დამატებითი ინფორმაცია
კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელი პირობებია:
- სავალდებულოა აიტვირთოს სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი საკონკურსო მოთხოვნების შესაბამისად;
- სავალდებულოა აიტვირთოს განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;

შეფასების ეტაპზე:
- კანდიდატის შეფასება მოხდება ზეპირი დავალებით და გასაუბრებით;
- საკონკურსო თემატიკის შესაბამისად შემოწმდება თემატიკის შესაბამისი ცოდნა და ანალიზის უნარი;
კანდიდატის შეფასების მაქსიმალურ ქულად განისაზღვრება 40; ზეპირი დავალების შეფასების მაქსიმალური ქულა - 20, გასაუბრების მაქსიმალური ქულა - 20.
კანდიდატის გამოძახება გასაუბრებაზე არ მოხდება იმ შემთხვევაში თუ:
*კანდიდატი არ გამოცხადდება ზეპირ დავალებაზე.
*კანდიდატის ზეპირი დავალება შეფასდება 12 - ზე ნაკლები ქულით.
თანამდებობაზე არ დაინიშნება კანდიდატი, რომელიც გასაუბრებაზე დააგროვებს 15 ქულაზე ნაკლებს.

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, 12 თვიანი გამოსაცდელი ვადა გამოიყენება მხოლოდ პროფესიული საჯარო მოხელის სტატუსის არმქონე პირთათვის.

რეზიუმის გასაგზავნად გთხოვთ გადადით ბმულზე: https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/99025?active=1 


 
SHARE ON







OUR SOCIAL NETWORKS
UG
CONTACT
Address: 77a, M. Kostava str. Tbilisi, 0171, Georgia Tel: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
ADDITIONAL LINKS
STAY INFORMED
Stay connected and get the latest information
SUBSCRIBE
All Rights Reserved. Copyright © 2018 The University of Georgia

STAY INFORMED
Stay connected and get the latest information
SUBSCRIBE
OUR SOCIAL NETWORKS
UG
CONTACT
Address: 77a, M. Kostava str. Tbilisi, 0171, Georgia Tel: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
ADDITIONAL LINKS
All Rights Reserved. Copyright © 2018 The University of Georgia