Scroll down

explore more

vacancy

ექთნი-ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი

3 June 2026
"ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი" აცხადებს ვაკანსიას ექთნის პოზიციაზე.
 
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
დეპარტამენტები: რეანიმაცია, საოპერაციო, ანესთეზია, გადაუდებელი (ER).
 
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
 
•     პაციენტის  ტრიაჟი, იდენტიფიკაცია და საექთნო შეფასება;
•     საექთნო მოვლის დაგეგმვა და განხორციელება;
•     საექთნო მოვლის შედეგების შეფასება;
•     რეკომენდაციის გაცემა კომპეტენციის ფარგლებში;
•     საჭიროების შემთხვევაში პირველადი გადაუდებელი დახმარების აღმოჩენა;
•     არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, სათანადო კომუნიკაცია სამედიცინო პერსონალთან, პაციენტთან და მისი ოჯახის წევრებთან;
•     ჰიგიენური და ეპიდემიოლოგიური ღონისძიებების დაცვა;
•     სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება;
•     პაციენტის გადაბარება მორიგე ცვლის დასაქმებულისთვის, შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება ჩატარებული პროცედურების თაობაზე;
•     აჰთ-ის შრომის შინაგანაწესის, ქცევისა და ეთიკის კოდექსის, შესაბამისი პოლიტიკის დოკუმენტების დაცვა;
•     შრომის უსაფრთხოების, უსაფრთხოების  ტექნიკის, სანიტარიისა და ხანძარ საწინააღმდეგო  წესებისა და  ნორმების დაცვა.
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
 
•     ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
•     აუცილებელია საექთნო განათლება.
 
ცოდნა და უნარები:
•     საექთნო საქმის ძირითადი ღირებულებები, ეთიკური და სამართლებრივი ასპექტები;
•     პრაქტიკოსი ექთნის როლი ჯანმრთელობის ხელშეწყობასა და უზრუნველყოფაში;
•     პაციენტის ტრიაჟი, პირველადი საექთნო შეფასება და მონიტორინგი;
•     გადაუდებელი დახმარების საფუძვლები
•     სამედიცინო ტერმინოლოგია;
•     სტანდარტები საექთნო ჩარევის შესახებ;
•     საექთნო პროცესის დოკუმენტურად გაფორმების წესი;
•     მედიკამენტების გამოყენების, განზავებისა და შენახვის წესები;
•     ინფექციის კონტროლისა და პრევენციის წესები;
•     სისხლისა და სისხლის შემცვლელი კომპონენტების  შენახვის წესები;
•     სამედიცინო აპარატურასთან მუშაობის წესები.
•     კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
 
პიროვნული უნარები:
 
•     ეფექტური კომუნიკაციის უნარი
•     გუნდური მუშაობის უნარი
•     დროის ეფექტურად მართვის უნარი
•     პუნქტუალური
•     ემპათიური
•     კეთილსინდისიერი
 
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@ahtbilisi.com. გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში და თქვენთვის სასურველი დეპარტამენტი (რეანიმაცია, საოპერაციო, ანესთეზია, გადაუდებელი (ER)), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.
 
"ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი" თბილისის ცენტრში მდებარე JCI აკრედიტაციის მქონე მულტიპროფილური სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც 2021 წელს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) მხარდაჭერითა და საქართველოს სახელმწიფოსთან წარმოშობილი ერთობლივი ინტერესების გათვალისწინებით გაიხსნა.
 
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ კარიერული განვითარების და დასაქმების სამსახურიში.
აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარდგეთ დამსაქმებლის წინაშე.
 
 
SHARE ON







OUR SOCIAL NETWORKS
UG
CONTACT
Address: 77a, M. Kostava str. Tbilisi, 0171, Georgia Tel: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
ADDITIONAL LINKS
STAY INFORMED
Stay connected and get the latest information
SUBSCRIBE
All Rights Reserved. Copyright © 2018 The University of Georgia

STAY INFORMED
Stay connected and get the latest information
SUBSCRIBE
OUR SOCIAL NETWORKS
UG
CONTACT
Address: 77a, M. Kostava str. Tbilisi, 0171, Georgia Tel: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
ADDITIONAL LINKS
All Rights Reserved. Copyright © 2018 The University of Georgia