საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის და კურსდამთავრებულებისთვის
ვაკანსია გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე – სადაზღვევო კომპანია „იმედი L“
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00-18:00
სადაზღვევო კომპანია „იმედი L“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
„იმედი L“-ში დასაქმება ნიშნავს სტაბილურობას, განვითარებასა და პროფესიულ ზრდას მეგობრულ სამუშაო გარემოში.
ძირითადი მოვალეობები:
პოტენციური მომხმარებლების ბაზის შექმნა, მათი მოთხოვნების/საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება
დაინტერესებული მომხმარებლებისთვის კომპანიის პროდუქტებზე კონსულტაციის გაწევა
ფიზიკური პირებისა და მცირე ორგანიზაციებისთვის სადაზღვევო პროდუქტების გაყიდვა და შემდგომი სერვისის უზრუნველყოფა
მომხმარებელთა დავალიანების მართვა და კონტრაქტების განახლება
სადაზღვევო ბაზრის კვლევა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უცხო ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე
გაყიდვებისა და მომხმარებელთან ურთიერთობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
MS Office პროგრამების ცოდნა
აუცილებელი უნარები:
ეფექტური კომუნიკაციის უნარი
ანალიტიკური აზროვნება
მიზანდასახულობა და შედეგზე ორიენტირებულობა
გუნდური მუშაობის უნარი
დროის მართვის უნარი
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
კომპანია გთავაზობთ:
პოზიტიურ და სტაბილურ სამუშაო გარემოს
კარიერული განვითარების შესაძლებლობას
პროფესიული და პიროვნული განვითარების პროგრამებს
ჯანმრთელობის დაზღვევას და სხვა კორპორატიულ ბენეფიტებს
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ კარიერული განვითარების და დასაქმების სამსახურში.
აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარდგეთ დამსაქმებლის წინაშე.
საკონტაქტო ინფორმაცია:
E-mail: career@ug.edu.ge
Tel: +995 511 30 27 47.