ბრიტანული ცენტრი სპეციალური შეთავაზების ფარგლებში საქართველოს უნივერსიტეტის II, III და IV კურსის საბაკალავრო სტუდენტებსა და მაგისტრანტებს, რომლებიც ფლობენ ინგლისურ ენას მინიმუმ B2 დონეზე, სთავაზობს სტუდენტურ დასაქმებას ინგლისური ენის მასწავლებლის პოზიციაზე პროფესიული განვითარების კურსთან ერთად.
შესარჩევი კონკურსი მოიცავს ორ ეტაპს:
• წერით ტესტირებას
• ზეპირ გასაუბრებას
დასაქმება შესაძლებელია როგორც სრულ, ასევე ნახევარ განაკვეთზე.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@bc.ge
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ კარიერული განვითარების და დასაქმების სამსახურიში.
აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარდგეთ დამსაქმებლის წინაშე.