Scroll down

explore more

vacancy

Junior Copywriter-ალპაკა

9 February 2026
კომპანია ,,ალპაკა“ აცხადებს ვაკანსიას Junior Copywriter-ის პოზიციაზე.
 
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, რამაზ ჩხიკვაძის N16
სამუშაო გრაფიკი: სრული, 09:00-18:00 (on site)
ანაზღაურება: 1000 ლარი (NET)
 

ვეძებთ მიზანდასახულ და განვითარებაზე ორიენტირებულ Junior copywriter-ს, რომელიც ჩვენს გუნდს შეუერთდება მისიაში – გახადოს ქვეყნისთვის სასარგებლო ბიზნესები ცნობადი და წარმატებული. თუ არ გაშინებს სირთულეები და ცდილობ მიიღო სიღრმისეული ცოდნა, რათა შექმნა კონტენტი, რომელიც გაიბრწყინებს ონლაინ სივრცეში და შთააგონებს აუდიტორიას, მაშინ ჩვენ შენ გეძებთ!

 

ფუნქცია-მოვალეობები:

  • კონტენტ სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
  • მრავალფეროვანი კონტენტის შექმნა ვებგვერდებისთვის, ბლოგებისთვის, ახალი ამბებისთვის, ანალიტიკური სტატიებისა და პრეს-რელიზებისთვის;
  • ინფორმაციის სიღრმისეულად მოკვლევა სრულყოფილი კონტენტის შესაქმნელად;
  • კონტენტის შექმნამდე სამიზნე აუდიტორიის მოთხოვნების, ინტერესებისა და ბრიფში არსებული ინფორმაციის კვლევა;
  • არსებული კონტენტის განახლება და საჭიროების შემთხვევაში, ოპტიმიზაცია;
  • ანალიტიკური ინსტრუმენტების გამოყენებით კონტენტის ეფექტიანობის შეფასება და მონაცემების მიღება;
  • კონტენტის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით SEO გუნდთან აქტიური თანამშრომლობა.
 საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • გრამატიკის, მართლწერის და პუნქტუაციის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • სხვა უცხო ენებზე გამართულად წერის უნარი ჩაითვლება უპირატესობად;
 პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
  • გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარები;
  • მუდმივი განვითარებისა და ახალი სტანდარტების შექმნის სურვილი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • გუნდურობა.

ჩვენ გთავაზობთ:

  • მზარდ ანაზღაურებას + Stock option-ებს;
  • პროფესიონალ ადამიანებთან მუშაობასა და მუდმივ განვითარებას;
  • დინამიურ გარემოსა და საინტერესო პროექტებზე მუშაობის გამოცდილებას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
,,ალპაკა“ პირველი ქართული სპეციალიზებული SEO სააგენტოა, რომლის მთავარი ამოცანა ბიზნესების ზრდა, განვითარება და ცნობადობის ამაღლებაა.
 
საძიებო სისტემების ოპტიმიზაციის მიზანია ვებსაიტი რელევანტურ საძიებო სიტყვებზე გამოჩნდეს საძიებო შედეგების (მაგ: Google, Bing, Yahoo) პირველ ადგილზე, რაც ავტომატურად ნიშნავს დიდი რაოდენობით ვიზიტორს.
 
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსოთ განაცხადი და გამოაგზავნოთ ნამუშევრები: https://alpaca.ge/vacancy/junior-copywriter/ 
 

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ კარიერული განვითარების და დასაქმების სამსახურში.

 აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარდგეთ დამსაქმებლის წინაშე.

 
 
 
SHARE ON







OUR SOCIAL NETWORKS
UG
CONTACT
Address: 77a, M. Kostava str. Tbilisi, 0171, Georgia Tel: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
ADDITIONAL LINKS
STAY INFORMED
Stay connected and get the latest information
SUBSCRIBE
All Rights Reserved. Copyright © 2018 The University of Georgia

STAY INFORMED
Stay connected and get the latest information
SUBSCRIBE
OUR SOCIAL NETWORKS
UG
CONTACT
Address: 77a, M. Kostava str. Tbilisi, 0171, Georgia Tel: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
ADDITIONAL LINKS
All Rights Reserved. Copyright © 2018 The University of Georgia