Scroll down

explore more

vacancy

ლიდერატორის პროგრამა-საქართველოს ბანკი

28 January 2026

საქართველოს ბანკი აცხადებს ლიდერატორის რიგით მეათე სტუდენტურ პროგრამას!

 

წელს ლიდერატორი საუკეთესო სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის მიღებას აცხადებს 12 პროგრამაზე, რაც ბანკის მასშტაბით 30-მდე სხვადასხვა მიმართულებას აერთიანებს.

 

მათ შორისაა: სტარტეგიული ფინანსები და ბიზნეს ეფექტურობა; კორპორაციული და საინვესტიციო ბანკინგი; პრემიუმ ბანკინგი და საბროკერო საქმე;  საოპერაციო რისკები, აუდიტი და შიდა კონტროლი; ოპერაციების ანალიზი და პორტფელური რისკების მართვა; ბიზნესის ანალიტიკა და რეპორტინგი; მომხმარებლებთან ურთიერთობის, გამოცდილებისა და ლოალურობის მართვა; საბანკო სამართალი; მარკეტინგი; ტალანტების მოზიდვა და განვითარება; მონაცემთა მეცნიერება და iOS დეველოპმენტი.

 

ლიდერატორი თქვენი შესაძლებლობაა, იპოვოთ საკუთარ ინტერესებზე და სასწავლო გრაფიკზე მორგებული, ანაზღაურებადი სტუდენტური პროგრამა და მიიღოთ მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილება.

 

ლიდერატორის პროგრამების შესახებ ინფორმაციის მიღება და განაცხადის გამოგზავნა შეგიძლიათ აქ https://bankofgeorgia.ge/ka/about/career/leaderator 

 

რეზიუმეს გამოგზავნის ბოლო ვადაა 3 თებერვალი.

 

ამასთანავე, როგრამით დაინტერესებული სტუდენტებისთვის საქართველოს ბანკი საინფორმაციო ვებინარს მართავს.

 

ვებინარზე პროგრამის წარმომადგენლები დეტალურად ისაუბრებენ პროგრამის სტრუქტურის, უპირატესობების, კარიერული პერსპექტივებისა და შერჩევის ეტაპების შესახებ. ასევე, ამომწურავ ინფორმაციას მოგაწვდიან მონაწილეობის პირობებსა და მოთხოვნებთან დაკავშირებით.

  

ვებინარის დეტალები:

  • თარიღი და დრო: 29 იანვარი, 17:00 საათი
  • პლატფორმა: Zoom

 

ვებინარზე დასასწრებად აუცილებელია გაიაროთ წინასწარი რესისტრაცია: https://www.surveymonkey.com/r/8HGLVJK 

 

გაითვალისწინეთ, რომ რეგისტრაციის გავლის შემთხვევაში, შეხვედრის დაწყებამდე 1 საათით ადრე მიიღებთ თქვენს მიერ მითითებულ მეილზე ვებინარზე დასასწრებ ბმულს.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ კარიერული განვითარების და დასაქმების სამსახურიში.

 

 

 

 

SHARE ON







OUR SOCIAL NETWORKS
UG
CONTACT
Address: 77a, M. Kostava str. Tbilisi, 0171, Georgia Tel: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
ADDITIONAL LINKS
STAY INFORMED
Stay connected and get the latest information
SUBSCRIBE
All Rights Reserved. Copyright © 2018 The University of Georgia

STAY INFORMED
Stay connected and get the latest information
SUBSCRIBE
OUR SOCIAL NETWORKS
UG
CONTACT
Address: 77a, M. Kostava str. Tbilisi, 0171, Georgia Tel: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
ADDITIONAL LINKS
All Rights Reserved. Copyright © 2018 The University of Georgia