საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის და კურსდამთავრებულებისთვის
თბილისის კომუნიკაციის სკოლა აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, D Block Workspace @ Stamba
სამუშაო განაკვეთი: სრული, 10:00 – 19:00
ანაზღაურება: ფიქსირებული
თბილისის კომუნიკაციის სკოლა (commschool) 2018 წლიდან ფუნქციონირებს და გთავაზობთ პროფესიული უნარების განმავითარებელ სასწავლო პროგრამებს ტექნოლოგიების, მარკეტინგისა და დიზაინის მიმართულებით. ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ, განვითარებაზე ორიენტირებულ კანდიდატს, რომელიც ჩაერთვება ყოველდღიური მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებაში.
ძირითადი პასუხისმგებლობები:
მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა და აღსრულება
მარკეტინგული აქტივობების შემუშავება, დაგეგმვა და მართვა
პარტნიორებთან მოლაპარაკება და ერთობლივი აქტივობების შემუშავება
კონტენტ სტრატეგიის შედგენა და მართვა
რეკლამირების სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება
საკომუნიკაციო არხების განსაზღვრა და მონიტორინგი
მოთხოვნები:
მარკეტინგის მიმართულებით 1-2 წლიანი სამუშაო გამოცდილება
ციფრული მარკეტინგის ძირითადი ინსტრუმენტების ცოდნა
ზოგადი განათლება ციფრული ეკოსისტემის მიმართულებით
კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები
თვითდისციპლინა, დროის მენეჯმენტი და სამუშაო ეთიკა
კრეატიული აზროვნების უნარი
პროფესიული ინგლისურის ცოდნა
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: nina@commschool.ge
წერილის დანიშნულებაში მიუთითეთ: მარკეტინგის მენეჯერი
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: www.commschool.ge
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ კარიერული განვითარების და დასაქმების სამსახურიში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარდგეთ დამსაქმებლის წინაშე.
საკონტაქტო ინფორმაცია:
E-mail: career@ug.edu.ge
Tel: +995 511 30 27 47.