საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის და კურსდამთავრებულებისთვის
ვაკანსია: მარკეტინგის სპეციალისტი
დამსაქმებელი: Midea Caucasus
მდებარეობა: თბილისი, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის ქ. 4/გ
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი (ორშაბათი-პარასკევი, 10:00 - 18:00)
Midea Caucasus წარმოადგენს Midea ჯგუფის ოფიციალურ წარმომადგენლობას კავკასიის რეგიონში და სპეციალიზდება გათბობის, გაგრილების, ვენტილაციის, შენობის საინჟინრო აღჭურვის, ციფრული მართვის სისტემების, ლიფტებისა და ესკალატორების მიმართულებით.
კომპანიაში შემოსვლის შემთხვევაში მიიღებთ შემდეგ ბენეფიტებს:
პროფესიული ტრეინინგები და განვითარების შესაძლებლობა
კარიერული წინსვლის პერსპექტივა
სამოტივაციო აქტივობები
ჯანმრთელობის დაზღვევა
კორპორაციული ნომერი ულიმიტო პაკეტით
ფიტპასი
ძირითადი მოვალეობები:
მარკეტინგული სტრატეგიის და გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა
მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა, განხორციელება და ანალიზი
ვებგვერდის, ბეჭდური მასალებისა და სოციალური მედიის მართვა
KPI ინდიკატორების განსაზღვრა და ეფექტიანობის შეფასება
პარტნიორებთან და აუთსორს კომპანიებთან აქტიური კომუნიკაცია
სემინარებისა და ქარხნის ვიზიტების ორგანიზება
მარკეტინგული ბიუჯეტის დაგეგმვა და ფასთა კვლევა
რეპორტინგი განხორციელებულ აქტივობებზე
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება (სასურველია მარკეტინგის მიმართულებით)
მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მარკეტინგის სფეროში
ციფრული და სოციალური მედია პლატფორმების მართვის გამოცდილება
ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
წერის, კომუნიკაციისა და კრეატიული აზროვნების უნარი
საოფისე პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე
მარკეტინგული ანალიტიკური ხელსაწყოების ცოდნა
დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობა
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 2025 წლის 20 ივნისის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
a.bikashvili@midea.com.ge
გთხოვთ, ელ. ფოსტის სათაურში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
პერსონალურ მონაცემთა დამუშავება:
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. მონაცემების დამუშავება მოხდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და კომპანიის მიზნების შესაბამისად, 1 წლის ვადით.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ კარიერული განვითარების და დასაქმების სამსახურიში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარდგეთ დამსაქმებლის წინაშე.
საკონტაქტო ინფორმაცია:
E-mail: career@ug.edu.ge
Tel: +995 511 30 27 47.