საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის და კურსდამთავრებულებისთვის
ვაკანსია პროგრამული მხარდაჭერის უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე – სადაზღვევო კომპანია „იმედი L“
სამუშაო ადგილი: თბილისი, ანნა პოლიტკოვსკაიას N16
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00-18:00
„იმედი L“-ში დასაქმება ნიშნავს სტაბილურობას, განვითარებასა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას პროგრამული მხარდაჭერის უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
კომპანიის სტრუქტურული ერთეულების პროგრამული მხარდაჭერა
არსებული პროგრამების ხარვეზების აღმოჩენა და კორექტირება
თანამშრომლების მიერ განხორციელებული ოპერაციების კორექტირება
მონაცემთა ბაზების ადმინისტრირება, განახლება და განვითარება
მოთხოვნილი რეპორტების გენერირება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით
სასურველია მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება
სასურველია უცხო ენების ცოდნა
აუცილებელი უნარები:
ანალიტიკური აზროვნების უნარი
დეტალებზე ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა
სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
გუნდური მუშაობის უნარი
დადგენილ ვადებში ამოცანების შესრულების უნარი
მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
კომპანია გთავაზობთ:
სტაბილურ და პოზიტიურ სამუშაო გარემოს
კარიერული განვითარების შესაძლებლობას
პროფესიული და პიროვნული განვითარების პროგრამებს
ჯანმრთელობის დაზღვევასა და კორპორაციულ ბენეფიტებს
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV).
სადაზღვევო კომპანია „იმედი L“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ კარიერული განვითარების და დასაქმების სამსახურში.
აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარდგეთ დამსაქმებლის წინაშე.
საკონტაქტო ინფორმაცია:
E-mail: career@ug.edu.ge
Tel: +995 511 30 27 47.