Scroll down

explore more

vacancy

პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვის და მხარდაჭერის სპეციალისტი-შპს “აპექსი”

6 May 2026
შპს “აპექსი” აცხადებს 4 ვაკანსიას პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვის და მხარდაჭერის სპეციალისტის თანამდებობაზე.
 
შპს “აპექსი” ქართული კომპანიაა, რომელიც  2004 წლიდან საქართველოს არასახელმწიფო  მსხვილ და საშუალო კომპანიებს ემსახურება ბიზნესის მართვის პროგრამული უზრუნველყოფით.
 
პროგრამული უზრუნველყოფა წარმოადგენს საწარმოთა მართვის, ანალიზის და კონტროლის ინსტრუმენტს, რომელიც სრულად შექმნილია ჩვენი სპეციალისტების მიერ.
 
სრულად ინტეგრირებული პროგრამული უზრუნველყოფა შედგება შემდეგი ძირითადი მოდულებისგან:
  • ბუღალტერია და საწყობი.
  • წარმოება.
  • დისტრიბუცია.
  • საცალო და საბითუმო ვაჭრობა.
  • ელექტრონული კომერცია.
  • შეკვეთების მართვა.
  • ლოგისტიკა.
  • WMS - საწყობის მართვის ავტომატიზაცია.
  • HR - კადრებისა და ხელფასების მართვა.
  • ფიქსირებული აქტივების მართვა.
  • მონაცემთა ანალიზი.
  • სისტემის ადმინინისტრირება…
სპეციალისტების დასაქმებამდე გათვალისწინებულია 9 კვირიანი სტაჟირების კურსი. სტაჟირებაზე მიიღებიან ბაკალავრები ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტები. იგეგმება 10 სტაჟიორის მიღება, რომელთაგან საუკეთესოები მიიღებენ დასაქმების შეთავაზებას, ხოლო დანარჩენები ჩაირიცხებიან საკადრო რეზერვში.ყველა, ვინც დაასრულა ეს კურსი, დღეის მდგომარეობით დასაქმებულია.
 
გადამზადების (სტაჟირების) პერიოდში მსმენელები შეისწავლიან შემდეგ თემებს:
 
•   ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლები;
 
•   ფულადი საშუალებების მოძრაობა და აღრიცხვა;
 
•   მოთხოვნების აღრიცხვა;
 
•   მარაგების აღრიცხვა;
 
•   ძირითადი საშუალებების აღრიცხვა;
 
•   არამატერიალური აქტივების აღრიცხვა;
 
•   მოკლევადიანი ვალდებულებების აღრიცხვა;
 
•   გრძელვადიანი ვალდებულებების აღრიცხვა;
 
•   გადასახადების აღრიცხვა;
 
•   შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა;
 
•   საკუთარი კაპიტალის აღრიცხვა;
 
•   ბალანსი და მოგება-ზარალის ანგარიშგება
 
აპექსის პროგრამაში  დაამუშავებენ შემდეგ თემებს:
 
•   საბუღალტრო გატარებების წარმოება.
 
•   საქონლის შესყიდვის, წარმოებისა და რეალიზაციის აღრიცხვა;
 
•   დისტრიბუციის მოდული.
 
•   წარმოების მოდული.
 
•   ძირითადი საშუალებების აღრიცხვა;
 
•   ხელფასების აღრიცხვა;
 
სტაჟირება ჩატარდება ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს, 2 საათის განმავლობაში, დღის პირველ ნახევარში (11:00-13:00 სთ).
 
სტჟირების კურსი უფასოა.
 
შერჩევა მოხდება ორ ეტაპად:
 
1.   რეზიუმეების გადარჩევა (შერჩეულ კანდიდატებს რეზიუმეს მიღებიდან სამ სამუშაო დღეში გაეგზავნებათ მოწვევა გასაუბრებაზე);
 
2. გასაუბრებაჩვენს ოფისში (ამ შეხვედაზე ყველა თქვენს კითხვას გაეცემა პასუხი).
 
შერჩევისას უპირატესობა მიენიჭებათ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს!
 
სწავლების დაწყების სავარაუდო თარიღია 2026 წლის 1 ივნისი. დამატებითი ინფორმაცია შპს „აპექსის“ შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართებზე:
 
http://www.apex.ge და http://support.apex.ge
 
დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე გამოაგზავნეთ ელექტრონულ მისამართზე: Lado@apex.ge
 
 
SHARE ON







OUR SOCIAL NETWORKS
UG
CONTACT
Address: 77a, M. Kostava str. Tbilisi, 0171, Georgia Tel: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
ADDITIONAL LINKS
STAY INFORMED
Stay connected and get the latest information
SUBSCRIBE
All Rights Reserved. Copyright © 2018 The University of Georgia

STAY INFORMED
Stay connected and get the latest information
SUBSCRIBE
OUR SOCIAL NETWORKS
UG
CONTACT
Address: 77a, M. Kostava str. Tbilisi, 0171, Georgia Tel: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
ADDITIONAL LINKS
All Rights Reserved. Copyright © 2018 The University of Georgia