Scroll down

explore more

vacancy

რეგისტრაციის სპეციალისტი-ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი

3 June 2026
 
"ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი" აცხადებს ვაკანსიას გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის რეგისტრაციის სპეციალისტის პოზიციაზე.
 
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: 8, 12 ან 16 საათიანი მორიგეობები
კორპორატიული ბენეფიტი: თანამშრომელთა კვებით უზრუნველყოფა
 
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
 
•     პაციენტის მიღება, მისი იდენტიფიცირება, რეგისტრაცია
•     სამედიცინო ბარათის გახსნა
•     სამედიცინო მომსახურების ფინანსური აღრიცხვა პროგრამულად
•     სალარო ოპერაციების წარმოება
•     თანხის უსაფრთხოდ შენახვის უზრუნველყოფა
•     გადახდასთან დაკავშირებული დოკუმენტების შენახვა
•     სამუშაო დღის ბოლოს სალაროს დახურვა პროცედურის შესაბამისად
•     ელექტრონული სისტემის საშუალებით, პაციენტის გადამისამართება სამედიცინო სერვისის მისაღებად
•     ჯანდაცვის სამინისტროს პორტალზე მოთხოვნის/შეტყობინების პროგრამულად დაფიქსირება
•     სამედიცინო შემთხვევების შეტყობინების გადაცემა სადაზღვევო კომპანიებისთვის; საჭიროების შემთხვევაში დოკუმენტაციის მომზადება და გადაგზავნა
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
 
•     უმაღლესი განათლება
•     მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება
•     ინგლისური და რუსული ენების ცოდნა B2 დონეზე
•     სამედიცინო დოკუმენტაციის ადმინისტრირების ზოგადი პრინციპების ცოდნა
 
პიროვნული უნარები:
 
•     ეფექტური კომუნიკაციის უნარი
•     მომხმარებელზე ორიენტირებულობა
•     გუნდური მუშაობის უნარი
•     სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტაციის უნარი
•     სტრესულ სიტუაციებში ეფექტიანად მუშაობის უნარი
•     დროის მართვის უნარი
•     მოქნილობა და ადაპტაციის უნარი
•     დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
 
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@ahtbilisi.com . გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და სასურველი სამუშაო განაკვეთი წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.
 
"ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი" თბილისის ცენტრში მდებარე JCI აკრედიტაციის მქონე მულტიპროფილური სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც 2021 წელს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) მხარდაჭერითა და საქართველოს სახელმწიფოსთან წარმოშობილი ერთობლივი ინტერესების გათვალისწინებით გაიხსნა.
 
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ კარიერული განვითარების და დასაქმების სამსახურიში.
აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარდგეთ დამსაქმებლის წინაშე.
 
 
SHARE ON







OUR SOCIAL NETWORKS
UG
CONTACT
Address: 77a, M. Kostava str. Tbilisi, 0171, Georgia Tel: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
ADDITIONAL LINKS
STAY INFORMED
Stay connected and get the latest information
SUBSCRIBE
All Rights Reserved. Copyright © 2018 The University of Georgia

STAY INFORMED
Stay connected and get the latest information
SUBSCRIBE
OUR SOCIAL NETWORKS
UG
CONTACT
Address: 77a, M. Kostava str. Tbilisi, 0171, Georgia Tel: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
ADDITIONAL LINKS
All Rights Reserved. Copyright © 2018 The University of Georgia