სამუშაო გრაფიკი- ნახევარგანაკვეთი, სტუდენტების სასწავლო გრაფიკზე მაქსიმალურად მორგებით.
ფუნქცია -მოვალეობები:
- პაციენტებთან ეფექტური და თავაზიანი კომუნიკაცია, მათთვის ინფორმაციის მიწოდება
- პაციენტების ინფორმირება სამედიცინო მომსახურების ღირებულების შესახებ;
- ელექტრონულ ბაზაში პაციენტის რეგისტრაცია, რიგითი ნომრის მინიჭება, სამედიცინო ბარათის გახსნა, ელექტრონული სამედიცინო ბარათის შევსება;
- პაციენტების ვიზიტებზე ჩაწერა, ვიზიტების დაგეგმვა;
- ელექტრონულ სამედიცინო პროგრამაში მუშაობა;
- ფინანსური ანგარიშგების წარმოება, სალარო აპარატთან დაკავშირებული ოპერაციების განხორციელება.
- სადაზღვევო კომპანიიდან წინასწარი შეტყობინების განხორციელება, საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და გაფორმება პირობების შესაბამისად.
- კლინიკის შინაგანაწესის და ეთიკური პრინციპების დაცვა.
კომპეტენციები:
- ინგლისურის ენის ცოდნა;
- გამართული კომუნიკაციის უნარი;
- პუნქტუალურობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელექტორნულ მისამართზე: t.chitaladze@ug.edu.ge გთხოვთ ასევე მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ კარიერული განვითარების და დასაქმების სამსახურიში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარდგეთ დამსაქმებლის წინაშე.
საკონტაქტო ინფორმაცია:
E-mail: career@ug.edu.ge
Tel: +995 511 30 27 47