Scroll down

explore more

vacancy

რეზიდენტურის მიმართულების ხელმძღვანელი
26 July 2022

საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებათა სკოლა აცხადებს ვაკანსიას რეზიდენტურის მიმართულების სუპერვაიზერის პოზიციაზე.

თანამდებობაზე შემდეგი მიმართულებებით:

  • რეზიდენტის მიერ მოდულებზე დასწრების მონიტორინგი
  • რეზიდენტის შეფასების მონიტორინგის ხელშეწყობა
  • რეზიდენტის შეფასების პროცესის მონიტორინგი კლინიკურ არეებზე და კლინიკური უნარების შეფასების ადმინისტრირების ხელშეწყობა
  • უწყვეტი განათლების პროგრამებისა და ვორქშოფების ორგანიზებაში მონაწილეობა ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლის ტრენინგცენტრთან ერთად
  • საკვალიფიკაციო თემის შესრულების ადმინისტრაციული ხელშეწყობა
  • მედიცინის დეპარტამენტს, პარტნიორ კლინიკებსა და რეზიდენტს შორის ეფექტიანი კომუნიკაციის ხელშეწყობა
  • რეზიდენტურის პროგრამების ანალიზი ქართულ და საერთაშორისო სამედიცინო საგანამანათლებლო სივრცეში
  • ახალი სარეზიდენტო პროგრამების ფორმირების ხელშეწყობა
  • პერიოდული ანგარიშგება რეზიდენტურის მიმართულების ხელმძღვნელთან და მედიცინის დეპარტამენტის უფროსსთან

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი სამედიცინო განათლება
  • საექიმო საქმიანობის განხორციელების ნების დამრთველი სახელმწიფო სერტიფიკატი
  • ინგლისური ენის ცოდნა;

წარმოსადგენი დოკუმენტებია:

  • რეზიუმე/CV
  • ბოლო 3-5 წლის განმავლობაში გავლილი საერთაშორისო და ადგილობრივი ვორქშოფები, მიზნობრივი/დარგობრივი ტრენინგების სერტიფიკატები

საკონკურსო დოკუმენტების მიღება განხორციელდება 2022 წლის 5 აგვისტოს ჩათვლით შემდეგ ელ-ფოსტაზე: vacancy@ug.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ: რეზიდენტურის მიმართულების სუპერვაიზერი.

საქართველოს უნივერსიტეტი არის ყველაზე დიდი კერძო უნივერსიტეტი საქართველოში, რომელიც ემსახურება 6000-მდე ქართველ და საერთაშორისო სტუდენტს. UG-ს მრავალფეროვანი და პროგრესული გუნდი 1000-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს.

ჩვენს პერსონალს ვთავაზობთ:

  • მოქნილ სამუშაო გრაფიკს
  • კონკურენტულ ანაზღაურებას
  • სასწავლო და სამეცნიერო საქმიანობის შეთავსებას
  • სამეცნიერო საქმიანობის ხელშეწყობას და დამატებით ჯილდოებს სამცენიერო აქტივობებში
  • პროფესიული განვითარების ხელშეწყობას
  • ჯანსაღ ორგანიზაციულ კულტურას
  • უსაფრთხო სამუშაო გარემოს
  • უახლეს საოფისე ტექნოლოგიებს

სრული ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს: https://ug.edu.ge/public/

საქართველოს უნივერსიტეტის გუნდი აღიარებს რა პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობას, პერსონალური მონაცემის დამუშავებისას უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა, მათ შორის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვას.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს უნივერსიტეტის მიერ დამუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები, რათა დადგინდეს ვაკანტურ პოზიციასთან თქვენი შესაბამისობა. პერსონალური მონაცემების დამუშავება ხორციელდება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ვადით, კანდიდატის შესახებ დასაქმებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებამდე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.

გისურვებთ წარმატებას!

SHARE ON







OUR SOCIAL NETWORKS
UG
CONTACT
Address: 77a, M. Kostava str. Tbilisi, 0171, Georgia Tel: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
ADDITIONAL LINKS
STAY INFORMED
Stay connected and get the latest information
SUBSCRIBE
All Rights Reserved. Copyright © 2018 The University of Georgia

STAY INFORMED
Stay connected and get the latest information
SUBSCRIBE
OUR SOCIAL NETWORKS
UG
CONTACT
Address: 77a, M. Kostava str. Tbilisi, 0171, Georgia Tel: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
ADDITIONAL LINKS
All Rights Reserved. Copyright © 2018 The University of Georgia