პოზიციის დასახელება : საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის იურისტი
Ორგანიზაცია: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
განცხადების ბოლო ვადა: 26.06.2026
თანამდებობრივი სარგო: 2800 ლარი
ადგილების რაოდენობა: 2
სამსახურის ადგილმდებარეობა:თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
ფუნქციები:
• ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სახელშეკრულებო კომიტეტებში მიმდინარე ინდივიდუალურ საჩივრებთან დაკავშირებით მთავრობის პოზიციის ამსახველი ინგლისურენოვანი დოკუმენტების მომზადებაში ჩართულობა;
• საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოს პარლამენტის წინაშე წარსადგენი ანგარიშების მომზადება საერთაშორისო სასამართლოების მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ;
• სახელმწიფო დაწესებულებებთან, სხვა შესაბამის უწყებებსა და ორგანიზაციებთან კომუნიკაცია და კონკრეტული საქმის გარემოებების გათვალისწინებით შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვა/ანალიზი;
• საქართველოს კანონმდებლობის ანალიზი საერთაშორისო სამართლის ჭრილში;
• დეპარტამენტში შემოსული წერილების/განცხადებების პასუხის მომზადება;
• დეპარტამენტის მიზნებსა და საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ამოცანების განხორციელებაში მონაწილეობა.
მოთხოვნები
მინიმალური განათლება: ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება: 1 წელი
Პროფესია: იურისტი