Scroll down

explore more

vacancy

სამშენებლო პროექტების მონიტორინგის უმცროსი მენეჯერი-საქართველოს ბანკი

14 August 2026
ექსკლუზიური კარიერული შესაძლებლობა საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის!
 
საქართველოს უნივერსიტეტი × საქართველოს ბანკი
 
საქართველოს უნივერსიტეტისა და საქართველოს ბანკის თანამშრომლობის ფარგლებში, გიზიარებთ შესაძლებლობას, შეუერთდე საქართველოს ბანკის გუნდს და მიიღო რეალური პროფესიული გამოცდილება ერთ-ერთ წამყვან ფინანსურ ორგანიზაციაში.
 
სამშენებლო პროექტების მონიტორინგის უმცროსი მენეჯერი
 
ვისთვის არის შესაძლებლობა?
საქართველოს უნივერსიტეტის არქიტექტურის, სამშენებლო და საინჟინრო მიმართულებების IV კურსის სტუდენტებისა და ახალ კურსდამთავრებულებისთვის.
 
თუ გსურს, უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა რეალურ პროექტებში გამოიყენო, განივითარო პროფესიული უნარები და დაიწყო კარიერული გზა დინამიკურ და პროფესიულ გარემოში — ეს შესაძლებლობა შენთვისაა.
 
შენი ცოდნა. შენი შესაძლებლობა. შენი კარიერის შემდეგი ნაბიჯი — საქართველოს ბანკთან ერთად.
 
სს „საქართველოს ბანკის“აქტივების შეფასების და მშენებლობის მონიტორინგის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო პროექტების მონიტორინგის უმცროსი მენეჯერის თანამდებობაზე.
 
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • მიღებული საპროექტო დოკუმენტაციის გადამოწმება და საჭიროების შემთხვევაში დამატებითი ინფორმაციის გამოთხოვებაზე მოთხოვნის გაგზავნა
  • მიღებულ ხარჯთაღრიცხვაში წარმოდგენილი მოცულობების გადამოწმება საპროექტო დოკუმენტაციასთან და იმ დროს არსებულ საბაზრო ფასებთან მიმართებაში.
  • პროექტის ანალიზის  დასრულების შემდგომ  ანგარიშის წარმოდგენა არსებული რეკომენდაციების გათვალისწინებით;
  • ყოველთვიურად მიღებული შესრულებული სამუშაოების(ფორმა2) ანალიზი არსებულ ხარჯთაღრიცხვასთან, პროექტთან  და ფაქტიურ ხარჯებთან მიმართებაში;
  • ობიექტზე ვიზიტი და მშენებლობაზე შესრულებული/შესასრულებელი სამუშაოების აღწერა არსებულ შეთანხმებულ პროექტთან მიმართებაში.
 
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • განათლება: უმაღლესი (დამამთავრებელი კურსის სტუდენტი), სასურველია პროექტირება - მშენებლობის მიმართულებით.
  • სამუშაო გამოცდილება: სასურველია აღნიშნულ სფეროში გამოცდილება, განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტები პროექტირება/მშენებლობის მიმართულებით.
 
სავალდებულო ცოდნა, უნარები:
  • AutoCAD და/ან ArchiCAD პროგრამების ცოდნა;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა(Microsoft Office);
  • პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა და დისციპლინირებულობა;
  • სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვის უნარი;
  • ანალიტიკურად აზროვნება;
  • ორგანიზებულობა, დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი.
 
დაინტერესების შემთხვევაში, შეავსე მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთე რეზიუმე: https://jsc-bank-of-georgia.hirehive.com/samsheneblo-proektebis-monitoringis-umcrosi-menejeri-tbilisi-He91YV?source=University
 
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა: 21 აგვისტო, 2026
 
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ კარიერული განვითარების და დასაქმების სამსახურიში.
აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარდგეთ დამსაქმებლის წინაშე.
 
საკონტაქტო ინფორმაცია:
 E-mail: career@ug.edu.ge
Tel: +995 511 30 27 47
 
 
SHARE ON







OUR SOCIAL NETWORKS
UG
CONTACT
Address: 77a, M. Kostava str. Tbilisi, 0171, Georgia Tel: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
ADDITIONAL LINKS
STAY INFORMED
Stay connected and get the latest information
SUBSCRIBE
All Rights Reserved. Copyright © 2018 The University of Georgia

STAY INFORMED
Stay connected and get the latest information
SUBSCRIBE
OUR SOCIAL NETWORKS
UG
CONTACT
Address: 77a, M. Kostava str. Tbilisi, 0171, Georgia Tel: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
ADDITIONAL LINKS
All Rights Reserved. Copyright © 2018 The University of Georgia