- საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლა აცხადებს ღია კონკურსს ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შემდეგი მიამრთულებებით
- ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა შემდეგი მიმართულებებით: ბავშვთა უფლებები, ადამიანის უფლებები, კონსტიტუციური სამართალი (1 ვაკანსია);
- ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა რელიგიის სამართლის მიმართულებით (1 ვაკანსია);
- წარმოსადგენი დოკუმენტებია:
- განაცხადი საკონკურსო კომისიის სახელზე - იმ ვაკანსიის მითითებით, რომელზეც განაცხადს აკეთებს აპლიკანტი (იხილეთ დართული ფორმა);
- საქართველოს უნივერსიტეტის აპლიკაციის ფორმა შევსებული ქართულ და ინგლისურ ენებზე (იხილეთ დართული ფორმა);
- რეზიუმე ქართულ და ინგლისურ ენებზე, არაუმეტეს 130 სიტყვისა (იხილეთ დართული ნიმუში);
- ფოტო (ზომით 3X4);
- პირადობის მოწმობის ასლი;
- აკადემიური ხარისხის (ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი ან მათთან გათანაბრებული) დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი - დამოწმებული ნოტარიულად. უცხოეთში გაცემული ან არაქართულენოვანი დიპლომი უნდა იყოს ნათარგმნი ქართულ ენაზე. უცხოეთში მიღებული კვალიფიკაცია აღიარებული უნდა იყოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ და თარგმანი - დამოწმებული ნოტარიულად;
- ცნობა პედაგოგიური-სამეცნიერო გამოცდილების შესახებ;
- ცნობა სქესობრივ დანაშაულზე ნასამართლობისა და უფლების ჩამორთმევის შესახებ;
- სამოტივაციო წერილი;
- ორი სარეკომენდაციო წერილი;
- საგნის სილაბუს(ებ)ი;
- გამოქვეყნებული შრომების სია და ასლები (წარმოსადგენია გამოქვეყნებული შრომების სრული ნუსხა; წიგნები, სახელმძღვანელოები, მონოგრაფიები გამოცემული სახით ან ასლები და მხოლოდ ბოლო ხუთი წლის მანძილზე გამოქვეყნებული სტატიების ასლები);
- საქართველოს უნივერსიტეტის ფარგლებში კვლევითი საქმიანობის მინიმუმ სამწლიანი პროექტი (დანართის შესაბამისად).
- წარმატებული კანდიდატის გამოვლენა განხორციელდება შემდეგი წესით:
- ძირითადი კრიტერიუმებია:
- აკადემიური ხარისხი. ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად სავალდებულოა დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
- სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობა. ასოცირებულ პროფესორს უნდა ჰქონდეს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;
- სამეცნიერო ნაშრომები ბოლო 5 წლის განმავლობაში. უპირატესობა მიენიჭება სკოპუსის ბაზებში დაცულ გამოცემებში გამოქვეყნებულ პუბლიკაციების ავტორებს.
დამატებითი კრიტერიუმებია:
- სილაბუსი/სილაბუსები, რომლებიც ფასდება შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით;
- კვლევითი საქმიანობის პროექტი;
- კონფერენციებში/სემინარებში მონაწილეობა - ბოლო 5 წლის განმავლობაში;
- პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა;
- საოფისე ტექნოლოგიების გამოყენების უნარი.
- საკონკურსო კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში, კანდიდატს შეიძლება ეთხოვოს დემო ლექციის ჩატარება მის მიერ წარმოდგენილ სილაბუსში მითითებულ ერთ-ერთ საკითზე.
- კონკურსში გამარჯვებულმა პირმა აფილირება უნდა გააკეთოს საქართველოს უნივერსიტეთან. Google Scholar-ის პროფილის ვერიფიკაცია უნდა მოხდეს საქართველოს უნივერსიტეტის სახელით და UG მეილით.
- საკონკურსო დოკუმენტების მიღება განხორციელდება 2021 წლის 9 და 10 მარტს მეილზე vacancy@ug.edu.ge . კანდიდატურა განიხილება დოკუმენტების სრულად წარმოდგენის შემთხვევაში.
- აკადემიური თანამდებობის დასაკავებელი კონკურსი ჩატარდება 2021 წლის 11 და 12 მარტს.
- საონკურსო კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო კომისიაში. საჩივრებისა და პრეტენზიების მიღების დღე - 2021 წლის 15 მარტი.
- კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება 2021 წლის 17 მარტს საქართველოს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე ug.edu.ge.
საქართველოს უნივერსიტეტი არის რეგიონის ლიდერი, ყველაზე დიდი კერძო უნივერსიტეტი საქართველოში, რომელიც ემსახურება 6000-მდე ქართველ და საერთაშორისო სტუდენტს. UG-ს მრავალფეროვანი და პროგრესული გუნდი 1000-ზე მეტი თანამშრომელს აერთიანებს.
ჩვენს აკადემიურ პერსონალს ვთავაზობთ:
- მოქნილ სამუშაო გრაფიკს
- კონკურენტულ ანაზღაურებას
- სასწავლო და სამეცნიერო საქმიანობის შეთავსებას
- სამეცნიერო საქმიანობის ხელშეწყობას და დამატებით ჯილდოებს სამცენიერო აქტივობებში
- პროფესიული განვითარების ხელშეწყობას
- კარიერული ზრდის შესაძლებლობას
- ჯანსაღ ორგანიზაციულ კულტურას
- უსფრთხო სამუშაო გარემოს
- უახლეს საოფისე ტექნოლოგიებს
სრული ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერს: https://ug.edu.ge/public/
საქართველოს უნივერსიტეტის გუნდი აღიარებს რა პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობას, პერსონალური მონაცემის დამუშავებისას უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა, მათ შორის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვას.
"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს უნივერსიტეტის მიერ დამუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები, რათა დადგინდეს ვაკანტურ პოზიციასთან თქვენი შესაბამისობა. პერსონალური მონაცემების დამუშავება ხორციელდება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ვადით, კანდიდატის შესახებ დასაქმებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებამდე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.
გისურვებთ წარმატებას!
დანართი