Scroll down

explore more

vacancy

საქართველოს უნივესიტეტი აცხადებს ღია კონკურსს პროფესორის და ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლაში
16 May 2023

საქართველოს უნივესიტეტი აცხადებს ღია კონკურსს პროფესორის და ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლაში შემდეგი მიმართულებებით:

ა) პროფესორის აკადემიური თანადებობა დერმატოლოგიის მიმართულებით (1 ვაკანტური პოზიცია), საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი/მოწმობა - დერმატო-ვენეროლოგია ან შესაბამისი სერტიფიკატი/მოწმობა, განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში;

ბ) ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანადებობა პათოლოგიის მიმართულებით (1 ვაკანტური პოზიცია), საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი/მოწმობა;

გ) პროფესორის აკადემიური თანამდებობა ბიომედიცინის მიმართულებით (1 ვაკანტური პოზიცია).

წარმატებული კანდიდატის გამოვლენა განხორციელდება შემდეგი წესით:

  1. ძირითადი კრიტერიუმებია:         
    • დოქტორის აკადემიური ხარისხი;
    • სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობა. პროფესორს უნდა ჰქონდეს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება, ასოცირებულ პროფესორს უნდა ჰქონდეს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;
    • კლინიკური გამოცდილება (არ არის სავალდებულო ბოიმედიცინის პოზიციისთვის) პროფესორს უნდა ჰქონდეს ბოლო 9 წელი კლინიკური გამოცდილება; ასოცირებულ პროფესორს უნდა ჰქონდეს ბოლო 5 წელი კლინიკური გამოცდილება;
    • სამეცნიერო ნაშრომები ბოლო 5 წლის განმავლობაში. უპირატესობა მიენიჭება Scopus-ის ჟურნალებში გამოქვეყნებული პუბლიკაციების ავტორებს.
    • ინგლისურ ენაზე ლექციის ჩატარების უნარი;

დამატებითი კრიტერიუმებია:

  • სილაბუსი/სილაბუსები, რომლებიც ფასდება შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით;
  • საქართველოს უნივერსიტეტის ფარგლებში კვლევითი საქმიანობის ხედვა;
  • კონფერენციებში/სემინარებში მონაწილეობა - ბოლო 5 წლის განმავლობაში;
  • პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა;
  • საოფისე ტექნოლოგიების გამოყენების უნარი.
  1. წარმოსადგენი დოკუმენტებია:
    • განაცხადი საკონკურსო კომისიის სახელზე - იმ ვაკანსიის მითითებით, რომელზეც განაცხადს აკეთებს აპლიკანტი (იხილეთ დართული ფორმა);
    • საქართველოს უნივერსიტეტის აპლიკაციის ფორმა შევსებული ქართულ და ინგლისურ ენებზე (იხილეთ დართული ფორმა);
    • პირადობის მოწმობის ასლი;
    • აკადემიური ხარისხის (ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი ან მათთან გათანაბრებული) დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. უცხოეთში გაცემული ან არაქართულენოვანი დიპლომი უნდა იყოს ნათარგმნი ქართულ ენაზე. უცხოეთში მიღებული კვალიფიკაცია აღიარებული უნდა იყოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ (https://eqe.ge/geo/static/213) და თარგმანი - დამოწმებული ნოტარიულად;
    • საექიმო საქმიანობის ნების დამრთველი სახელმწიფო სერტიფიკატი შესაბამის/მომიჯნავე სპეციალობაში (მხოლოდ კლინიკურ მიმართულებებზე, არ არის სავალდებულო ბიომედიცინის მიმართულებაზე);
    • ცნობა პედაგოგიური-სამეცნიერო გამოცდილების შესახებ;
    • კლინკური საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ კლინიკურ მიმართულებებზე);
    • გამოქვეყნებული შრომების სია და ასლები (წარმოსადგენია გამოქვეყნებული შრომების სრული ნუსხა, რომელიმე პუბლიკაციის ასლი კანდიდატის შერჩევით);
    • ინგლისურ ენის სერტიფიკატი (არსებობის შემთხვევაში).
    • საქართველოს უნივერსიტეტის ფარგლებში კვლევითი საქმიანობის ხედვა;
    • საგნის სილაბუს(ებ)ი;
    • სხვა ინფორმაცია, რომელიც თქვენი აზრით მნიშვნელოვანია შესაბამის პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის წარმოჩენისთვის.
  1. საკონკურსო კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში, კანდიდატს შეიძლება ეთხოვოს დემო ლექციის ჩატარება;
  2. კონკურსში გამარჯვებულმა პირმა აფილირება უნდა გააკეთოს საქართველოს უნივერსიტეთან. Google Scholar-ის პროფილის ვერიფიკაცია მოხდეს საქართველოს უნივერსიტეტის სახელით და საქართველოს უნივერერსიტეტის ოფიციალური (@ug.edu.ge) ელ. ფოსტით.
  3. საკონკურსო დოკუმენტების მიღება განხორციელდება 2023 წლის 16 და 19 ივნისს ელექტრონული ფორმით ელექტრონულ ფოსტაზე academicvacancy@ug.edu.ge ან მატერიალური ფორმით მისამართზე: თბილისი, კოსტავას ქ. #77ა, მე-4 კორპუსი, ოთახი №514, 0171. სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ მიმართულების დასახელება. კანდიდატურა განიხილება დოკუმენტების სრულად წარმოდგენის შემთხვევაში.
  4. აკადემიური თანამდებობის დასაკავებელი კონკურსი ჩატარდება 2023 წლის 20 ივნისს.
  5. საონკურსო კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო კომისიაში ელექტრონული ფოსტით academicvacancy@ug.edu.ge  2023 წლის  22  ივნისს.
  6. კონკურსში გამარჯვებული პირების სია გამოქვეყნდება 2023 წლის 26 ივნისს საქართველოს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე ug.edu.ge.

 

საქართველოს უნივერსიტეტი არის რეგიონის ლიდერი, ყველაზე დიდი კერძო უნივერსიტეტი საქართველოში, რომელიც ემსახურება 7000-ზე მეტ ქართველ და საერთაშორისო სტუდენტს მსოფლიოს 70 ქვეყნიდან. UG-ს მრავალფეროვანი და პროგრესული გუნდი 1200-მდე თანამშრომელს აერთიანებს.

ჩვენს აკადემიურ პერსონალს ვთავაზობთ:

  • მოქნილ სამუშაო გრაფიკს
  • კონკურენტულ ანაზღაურებას
  • სასწავლო და სამეცნიერო საქმიანობის შეთავსებას
  • სამეცნიერო საქმიანობის ხელშეწყობას და დამატებით ჯილდოებს სამცენიერო აქტივობებში
  • პროფესიული განვითარების ხელშეწყობას
  • კარიერული ზრდის შესაძლებლობას
  • ჯანსაღ ორგანიზაციულ კულტურას
  • უსფრთხო სამუშაო გარემოს
  • უახლეს საოფისე ტექნოლოგიებს

სრული ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერს: https://ug.edu.ge/public/

საქართველოს უნივერსიტეტის გუნდი აღიარებს რა პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობას, პერსონალური მონაცემის დამუშავებისას უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა, მათ შორის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვას.

"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს უნივერსიტეტის მიერ დამუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები, რათა დადგინდეს ვაკანტურ პოზიციასთან თქვენი შესაბამისობა. პერსონალური მონაცემების დამუშავება ხორციელდება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ვადით, კანდიდატის შესახებ დასაქმებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებამდე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.

გისურვებთ წარმატებას!

დანართი

 

SHARE ON







OUR SOCIAL NETWORKS
UG
CONTACT
Address: 77a, M. Kostava str. Tbilisi, 0171, Georgia Tel: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
ADDITIONAL LINKS
STAY INFORMED
Stay connected and get the latest information
SUBSCRIBE
All Rights Reserved. Copyright © 2018 The University of Georgia

STAY INFORMED
Stay connected and get the latest information
SUBSCRIBE
OUR SOCIAL NETWORKS
UG
CONTACT
Address: 77a, M. Kostava str. Tbilisi, 0171, Georgia Tel: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
ADDITIONAL LINKS
All Rights Reserved. Copyright © 2018 The University of Georgia