Scroll down

explore more

vacancy

31 July 2017

საქართველოს უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს აკადემიური თანამდებების დასაკავებლად შემდეგი მიმართულებებით:

 

ბიზნესის, ეკონომიკისა და მართვის სკოლა

  1. ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა მარკეტინგის მიმართულებით (1 ვაკანსია),

* განსაკუთრებული მოთხოვნა: პრაქტიკული გამოცდილება, ინგლისურ ენაზე ლექციის წაყვანის უნარი.

სამართლის სკოლა

  1. ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა მარკეტინგის მიმართულებით (1 ვაკანსია),

* განსაკუთრებული მოთხოვნა: პრაქტიკული გამოცდილება, ინგლისურ ენაზე ლექციის წაყვანის უნარი.

 

წარმოსადგენი დოკუმენტებია (იხილეთ დართული ფაილები):

ა) განაცხადი საკონკურსო კომისიის სახელზე - იმ ვაკანსიის მითითებით, რომელზეც განაცხადს აკეთებს აპლიკანტი;

ბ) საქართველოს უნივერსიტეტის აპლიკაციის ფორმა შევსებული ქართულ და ინგლისურ ენებზე (კანდიდატს აქვს საშუალება, გააკეთოს არჩევანი MS Excel-ისა და MS Word-ის სააპლიკაციო ფორმებს შორის).

გ) რეზიუმე ქართულ და ინგლისურ ენებზე (არაუმეტეს 80 სიტყვისა);

დ) ფოტოსურათი (ზომით 3X4);

ე) პირადობის მოწმობის ასლი;

ვ) აკადემიური ხარისხის (ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი ან მათთან გათანაბრებული) დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი - დამოწმებული ნოტარიულად. უცხოეთში გაცემული ან არაქართულენოვანი დიპლომი უნდა იყოს ნათარგმნი ქართულ ენაზე. უცხოეთში მიღებული კვალიფიკაცია აღიარებული უნდა იყოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ  და თარგმანი - დამოწმებული ნოტარიულად;

ზ) ცნობა პედაგოგიური/სამეცნიერო გამოცდილების შესახებ;

თ) სამოტივაციო წერილი;

ი) ორი სარეკომენდაციო წერილი;

კ) საგნის სილაბუს(ებ)ი;

ლ) გამოქვეყნებული შრომების სია და ასლები (წარმოსადგენია გამოქვეყნებული შრომების სრული ნუსხა. წიგნები, სახელმძღვანელოები, მონოგრაფიები გამოცემული სახით ან ასლები და მხოლოდ ბოლო ხუთი წლის მანძილზე გამოქვეყნებული სტატიების ასლები);

საბუთები წარმოსადგენია როგორც მატერიალური, ისე ელექტორნული ფორმითაც;

წარმატებული კანდიდატის გამოვლენა განხორციელდება შემდეგი წესით:

ძირითადი კრიტერიუმებია:          

ა) აკადემიური ხარისხი. პროფესორის, ასოცირებული პროფესორის და ასისტენტ-პრფესორის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად  სავალდებულოა დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ასისტენტის აკადემიური თანამდებობის დაკავება შეუძლია დოქტორანტს;

ბ) სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობა. პროფესორს უნდა ჰქონდეს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება; ასოცირებულ პროფესორს უნდა ჰქონდეს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;

გ) სამეცნიერო ნაშრომები;

 დამატებითი კრიტერიუმებია:

ა) სილაბუსი/სილაბუსები, რომლებიც ფასდება შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით;

ბ) სამეცნიერო კონფერენციებში/სემინარებში მონაწილეობა - ბოლო 5 წლის განმავლობაში;

გ) პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა და პროექტორთან მუშაობის უნარი;

** საკონკურსო კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში, კანდიდატს შეიძლება ეთხოვოს საჯარო ლექციის ჩატარება მის მიერ წარმოდგენილ სილაბუსში მითითებულ ერთ-ერთ საკითზე.

საკონკურსო დოკუმენტების მიღება განხორციელდება 2017 წლის 29 და 30 აგვისტოს 12:00  საათიდან 18:00 საათამდე, მისამართზე: თბილისი, კოსტავას ქ. №77, IV კორპუსი, ოთახი №516.

კონკურსი ჩატარდება 2017 წლის 31 აგვისტოს.

კანდიდატებს კონკურსის წინასწარი შედეგები ეცნობება დაუყოვნებლივ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.

საონკურსო კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო კომისიაში. საჩივრებისა და პრეტენზიების მიღების დღე - 2017 წლის  4 სექტემბერი.

კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება 2017 წლის 6 სექტმებერს საქართველოს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე www.ug.edu.ge.

დართული ფაილები

 

SHARE ON







OUR SOCIAL NETWORKS
UG
CONTACT
Address: 77a, M. Kostava str. Tbilisi, 0171, Georgia Tel: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
ADDITIONAL LINKS
STAY INFORMED
Stay connected and get the latest information
SUBSCRIBE
All Rights Reserved. Copyright © 2018 The University of Georgia

STAY INFORMED
Stay connected and get the latest information
SUBSCRIBE
OUR SOCIAL NETWORKS
UG
CONTACT
Address: 77a, M. Kostava str. Tbilisi, 0171, Georgia Tel: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
ADDITIONAL LINKS
All Rights Reserved. Copyright © 2018 The University of Georgia