საქართველოს უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს სალექციო კურსის წასაკითხად შემდეგი მიმართულებებით:
· სამოქალაქო საპროცესო სამართალი (1 ვაკანსია)
· საკორპორაციო სამართალი (1 ვაკანსია)
1. წარმოსადგენი დოკუმენტებია:
1.1. CV (პროფესიული რეზიუმე);
1.2. პირადობის მოწმობის ასლი;
1.3. აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. უცხოეთში მიღებული კვალიფიკაცია აღიარებული უნდა იყოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ და თარგმანი - დამოწმებული ნოტარიულად;
1.4. საგნის სილაბუსი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
1.5. გამოქვეყნებული შრომების სია და ასლები.
2. შერჩევის კრიტერიუმები:
2.1. აკადემიური ხარისხი (მაგისტრი, დოქტორი);
2.2. პრაქტიკული გამოცდილება;
2.3. სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის გამოცდილება;
2.4. სამეცნიერო კონფერენციებში/სემინარებში მონაწილეობა;
2.5. სამეცნიერო სტიპენდიები და გრანტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
2.6. ინგლისური ენა;
2.7. პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
3. წარმატებულ კანდიდატს ეთხოვება საჯარო ლექციის ჩატარება გამოცხადებული ვაკანსიის თემატიკის ერთ-ერთ საკითზე.
საკონკურსო დოკუმენტების მიღება განხორციელდება 2017 წლის 25 ივნისის ჩათვლით, შემდეგ ელ- ფოსტაზე: vacancy@ug.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ: “samartlis lektori”. კანდიდატურა განიხილება მხოლოდ დოკუმენტების სრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში.