საქართველოს უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას პრეზიდენტის თანაშემწის თანამდებობაზე საქართველოს უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებისთვის.
მოვალეობები
- პრეზიდენტის საქმიანი კორესპოდენციების მართვა;
- შემოსული ზარების პასუხი და გადამისამართება;
- პრეზიდენტის ვიზიტორების მიღების განრიგის მართვა;
- პრეზიდენტის ვიზიტების დაგეგმვა და მართვა (საელჩო, ავიასააგენტოები, სასტუმროები და ა.შ.);
- პრეზიდენტის ადმინისტრაციული საქმიანობის მხარდაჭერა.
ცოდნა და კვალიფიკაცია
- ბაკალავრის ხარისხი;
- ადმინისტრაციულ პოზიციებზე მუშაობის გამოცდილება;
- ელექტრონულ საინფორმაციო რესურსებში მუშაობა;
- საოფისე პროგრამებთან მუშაობის უნარ-ჩვევები;
- ინგლისური ენის ცოდნა (B2, C1);
- რუსული ენის ცოდნა (B2, C1).
უნარები
- ეფექტური ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის უნარი;
- მულტიტასკინგი;
- სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
- პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
- დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
- ორგანიზაციული უნარი;
- დროის მენეჯმენტის უნარი.
სამუშაო პირობები
გამოსაცდელი ვადა - 6 თვე;
სამუშაო დრო - სრული განაკვეთი;
წარმოსადგენია:
- CV (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
- ფოტოსურათი;
- სამოტივაციო წერილი (უნდა ასახავდეს მიზეზს, რატომ არის კონკურსანტი დაინტერესებული ამ ვაკანსიით და რა კვალიფიკაციები აქვს მას, რაც დაეხმარება სამუშაოს შესრულებაში);
საბუთები წარმოადგინეთ 2015 წლის 26 ივლისის ჩათვლით შემდეგ ელ. ფოსტაზე: m.janjaria@ug.edu.ge . სათაურის ველში მიუთითეთ: Assistant. კანდიდატურა განიხილება მხოლოდ დოკუმენტების სრულად წარმოდგენის შემთხვევაში.