საქართველოს უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის სამსახურში, მარკეტინგის განყოფილების თანამშრომლის პოზიციაზე.
ცოდნა/გამოცდილება:
- უმაღლესი განათლება მარკეტინგის ან PR-ის მიმართულებით და
- მარკეტინგის სფეროში სამუშაო გამოცდილება მინიმუმ 1 წელი (თუ სფეროში მუშაობის გამოცდილება დიდია, შესაძლაო სხვა სფეროში მიღებული განათლებაც მისაღები იყოს)
- მარკეტინგული ტექნოლოგიების ცოდნა
- მომხმარებლის სურვილების და ქცევის ტენდენციების მონიტორინგი
- ინტეგრერებული მარკეტინგული კომუნიცაციების ინსტრუმენტების ცოდნა, პროგრამის შემუშავებაში მონაწილეობა და ახალი ტენდენციების მონიტორინგი
უნარები:
- პუნქტუალური
- დეტალებზე ორიენტირებული
- კრეატიული
- სოციალური ქსელების მართვის უნარი
- ქართული და ინგლისური ენა (B2 დონე) ძალიან კარგი წერითი უნარები
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (დიზაინის პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)
Ⴛირითადი მოვალეობები:
- ბაზრის მონიტორინგი და კვლევების ხელშეწყობა
- კვლევების შედეგად ინტეგრირებული მარკეტინგული გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა და გეგმის შესრულების აქტიური ხელშეწყობა;
- უნივერსიტეტის სოციალური ქსელების ეფექტიანი ადმინისტრირება;
- კომპანიის საიმიჯო/სარეკლამო საშუალებების შექმნაში მონაწილეობის მიღება;
- უნივერსიტეტის PR აქტივობების დაგეგმავასა და განხორციელებაში მონაწილეობა.
სამუშაო პირობები:
გამოსაცდელი ვადა - 6 თვე (ანაზღაურებადი).
სამუშაო დრო - 8 საათი დღეში ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.
წარმოადგინეთ რეზიუმე, სამოტივაციო წერილი 2017 წლის 18 აპრილის ჩათვლით შემდეგ ელ-ფოსტაზე: vacancy@ug.edu.ge. სათაურის ველში მიუთითეთ: მარკეტინგის განყოფილების თანამშრომელი.