საქართველოს უნივერსიტეტი გთავაზობთ პროფესიული ინგლისური ენის შემსწავლელ ორთვიანსაზაფხულო კურსს ბორტგამცილებელთათვის.
კურსი მიზნად ისახავს ენის შემსწავლელთათვის იმ ენობრივი კომპეტენციის ჩამოყალიბებას, რომელიც აუცილებელია ბორტგამცილებელთათვის მგზავრებთან ურთიერთობისა და ბორტზე მუშაობისთვის.
მეცადინეობა ჩატარდება ჯგუფურად ( 7-8 მსმენელი), კვირაში 3 ჯერ, გაკვეთილის ხანგრძლივობა -2 სთ.( მეცადინეობის დრო შეთანხმდება ჯგუფთან).
სრული კურსის (48 საათი) საფასური - 350 ლარი.
სწავლა დაიწყება 1 ივნისს და გაგრძელდება 1 აგვისტომდე.
მსურველებმა განაცხადი გამოაგზავნეთ მისამართზე mtsereteli@ug.edu.ge ან tsereteli_manana@yahoo.com ან დარეკეთ ტელეფონზე: 599626805
განაცხადები მიიღება 29 მაისის ჩათვლით.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ საქართველოს უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლას მისამართზე:
კოსტავას 77, საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, VI სართული, ოთახი 621
ტელ: 552222 (335)