საქართველოს უნივერსიტეტის გამომცემლობა აცხადებს ვაკანსიას რედაქტორის პოზიციაზე.
ძირითადი მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება (სასურველია ფილოლოგი);
რედაქტორად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
კომპიუტერული პროგრამები: Microsoft Word, PowerPoint, Publisher.
ძირითადი მოვალეობა:
წიგნების და სახელმძღვანელოების სტილისტურ-ტექნიკური რედაქტირება;
წიგნების და სახელმძღვანელოების უნივერსიტეტის მიერ აღიარებულ სტილში რედაქტირება;
ფლაერების, ბუკლეტების და სხვა მასალის კორექტირება
პიროვნული მახასიათებლები:
პუნქტუალური;
სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე Vacancy@ug.edu.ge 2017 წლის 25 ივნისის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ “რედაქტორი“.