საქართველოს უნივერსიტეტი გთავაზობთ გახდეთ საუნივერსიტეტო სერვისების სამსახურის სტაჟიორი UG-ში.
ჩვენს პერსონალს დავახვედრებთ:
- პროფესიული განვითარების ხელშეწყობას
- ჯანსაღ ორგანიზაციულ კულტურას
- უსაფრთხო სამუშაო გარემოს
- უახლეს საოფისე ტექნოლოგიებს
თქვენი ძირითადი მოვალეობები იქნება
- სტუდენტებისთვის და სხვა დაინტერესებული პირებისთვის ინფორმაციის მიწოდება სასწავლო პროგრამების, ჩარიცხვების, სწავლის საფასურის, სწავლის ხანგრძლივობის შესახებ
- ლექციების დროს შექმნილი პრობლემების აღმოფხვრა, აუდიტორიის შეცვლა საჭიროებისამებრ
- უცხოელი და ადგილობრივი სტუდენტებისთვის ცნობების დამზადება, გადახდების გადამოწმება
- მეილზე და UG სისტემაში შემოსულ შეტყობინებებზე პასუხი
- სამსახურის სხვა დავალებების შესრულება
კვალიფიკაცია, რომელსაც ვითხოვთ
- აქტიური სტუდენტი ან ბიზნესის მიმართულებით უმაღლესი განათლება ბიზნესის მიმართულებით
- სასურველია აღნიშნული მიმართულებით გამოცდილება
- ინგლისური ენაზე ვერბალური და წერითი კომუნიკაციის, მოსმენის და პრეზენტაციის უნარი (B2 დონე)
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Word, Excel)
სამუშაო პირობები
- სამუშაო დრო: 5 საათი
- ანაზღაურება: 500 ლარი
დაინტერესებულმა კანდიდატებმა წარმოადგინეთ CV 2026 წლის 18 იანვრის ჩათვლით შემდეგ ელ-ფოსტაზე: vacancy@ug.edu.ge. სათაურის ველში მიუთითეთ: საუნივერსიტეტო სერვისების სამსახურის სტაჟიორი წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.
საქართველოს უნივერსიტეტი არის ყველაზე დიდი კერძო უნივერსიტეტი საქართველოში, რომელიც ემსახურება 8000-მდე ქართველ და საერთაშორისო სტუდენტს. UG-ს მრავალფეროვანი და პროგრესული გუნდი 1300-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს.
საქართველოს უნივერსიტეტის გუნდი პატივს სცემს ადამიანის პერსონალური მონაცემების დაცვის უფლებას და მოქმედებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება საქართელოს უნივერსიტეტის მიერ, რათა დადგინდეს ვაკანტურ პოზიციასთან თქვენი შესაბამისობა. პერსონალური მონაცემები გამოიყენება წანასახელშეკრულებო ურთიერთობის ვადით, კანდიდატის შესასხებ დასაქმებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებამდე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ კარიერული განვითარების და დასაქმების სამსახურიში.
აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარდგეთ დამსაქმებლის წინაშე.