Scroll down

explore more

vacancy

სტაჟიორი ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში
22 July 2025

სტაჟირება საქართველოს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში განათლების სფეროთი დაინტერესებული სტუდენტებისთვის

თუ ერთხელ მაინც გიფიქრია, როგორ იმართება მთელი სასწავლო პროცესი, რა დგას ხარისხიანი განათლების მიღმა და როგორ შეიძლება თავადაც იყო ამ სისტემის ნაწილი - მაშინ შემოგვიერთდი!

  • დაინახე შიდა პროცესები უნივერსიტეტიდან;
  • ჩაერთე დეტალურ, პასუხისმგებლიან და ანალიტიკურ მუშაობაში;
  • შექმენი ღირებული კავშირები და გამოავლინე საკუთარი შესაძლებლობები.

საქართველოს უნივერსიტეტი გთავაზობს ანაზღაურებად სტაჟირებას ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში — სივრცეს, სადაც შეგიძლია უშუალოდ შეეხო რეალურ სამუშაო პროცესს. შენ შეიძენ გამოცდილებას და შეძლებ დაგეგმო მომავალი კარიერა განათლების სფეროში.

რას მიიღებ ჩვენთან:

  • განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების სრულფასოვანი გაცნობა;
  • უნიკალური შანსი იმუშაო პროფესიონალებთან, რომლებიც ქმნიან და უზრუნველყოფენ სწავლების სტანდარტებს;
  • პროცესებში უშუალო ჩართულობა — შეხვედრები, დოკუმენტაციის შექმნა, შეფასებების დაგეგმვა;
  • პერსონალური და პროფესიული ზრდა სტრუქტურირებულ, მეგობრულ გარემოში;
  • ანაზღაურება – 600 ლარი ნახევარ განაკვეთზე.

შენი საქმიანობა მოიცავს:

  • დოკუმენტაციის ფორმატირება და ორგანიზება;
  • შიდა და გარე შეფასებების პროცესში ჩართვა;
  • კომუნიკაციაში მხარდაჭერა — წერილობითი და ორგანიზაციული;
  • კითხვარების დაგეგმვა და მონაცემების გადამუშავება;
  • სტანდარტებისა და ანგარიშების მომზადებაში დახმარება;
  • შეხვედრების დაგეგმვა და პროტოკოლების შედგენა;
  • ელექტრონული არქივის განახლება და ადმინისტრირება;
  • ხარისხის სამსახურის კოორდინატორის სხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება.

ვინ გვინდა, რომ შემოგვიერთდეს?

 

  • მოტივირებული სტუდენტი, რომელიც სწავლობს მინიმუმ მეორე კურსზე;
  • შეუძლია გამართული წერა და კომუნიკაცია ქართულ ენაზე;
  • ფლობს საოფისე პროგრამებს (MS Word, Excel, PowerPoint);
  • მზად არის გუნდური მუშაობისა და პროფესიული განვითარებისათვის;
  • გამოირჩევა პასუხისმგებლობით, სიზუსტითა და დეტალებზე ორიენტირებით;
  • ინგლისური ენის ცოდნა – პლუსია.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნე შენი რეზიუმე 2025 წლის 31 ივლისის ჩათვლით შემდეგ ელ-ფოსტაზე: vacancy@ug.edu.ge. სათაურის ველში მიუთითე: ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სტაჟიორი, წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება

საქართველოს უნივერსიტეტი არის ყველაზე დიდი კერძო უნივერსიტეტი საქართველოში, რომელიც ემსახურება 7000-მდე ქართველ და საერთაშორისო სტუდენტს. UG-ს მრავალფეროვანი და პროგრესული გუნდი 1200-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს.

სრული ინფორმაციისთვის ეწვიე ჩვენს ვებ-გვერდს: https://ug.edu.ge/public/

 

საქართველოს უნივერსიტეტის გუნდი პატივს სცემს ადამიანის პერსონალური მონაცემების დაცვის უფლებას და მოქმედებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება საქართელოს უნივერსიტეტის მიერ, რათა დადგინდეს ვაკანტურ პოზიციასთან თქვენი შესაბამისობა. პერსონალური მონაცემები გამოიყენება წანასახელშეკრულებო ურთიერთობის ვადით, კანდიდატის შესასხებ დასაქმებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებამდე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ კარიერული განვითარების და დასაქმების სამსახურიში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარდგეთ დამსაქმებლის წინაშე.

საკონტაქტო ინფორმაცია:
E-mail: career@ug.edu.ge
Tel: +995 511 30 27 47

 

 

SHARE ON







OUR SOCIAL NETWORKS
UG
CONTACT
Address: 77a, M. Kostava str. Tbilisi, 0171, Georgia Tel: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
ADDITIONAL LINKS
STAY INFORMED
Stay connected and get the latest information
SUBSCRIBE
All Rights Reserved. Copyright © 2018 The University of Georgia

STAY INFORMED
Stay connected and get the latest information
SUBSCRIBE
OUR SOCIAL NETWORKS
UG
CONTACT
Address: 77a, M. Kostava str. Tbilisi, 0171, Georgia Tel: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
ADDITIONAL LINKS
All Rights Reserved. Copyright © 2018 The University of Georgia