Scroll down

explore more

vacancy

სტაჟირება საჯარო სამსახურში-2026

13 August 2026
განავითარე პროფესიული უნარები, მიიღე რეალური სამუშაო გამოცდილება და გადადგი მნიშვნელოვანი ნაბიჯი კარიერული განვითარებისთვის
 
საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, მონაწილეობა მიიღონ საჯარო დაწესებულებებში გამოცხადებულ სამთვიან ანაზღაურებად სტაჟირების პროგრამაში. პროგრამა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, უნივერსიტეტში მიღებული თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ, გაეცნონ საჯარო სექტორის საქმიანობის სპეციფიკას და პროფესიული გამოცდილება რეალურ სამუშაო გარემოში მიიღონ.
 
2026 წლის 1-ლი სექტემბრიდან საჯარო დაწესებულებებში სტუდენტებისთვის სამთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი ცხადდება.
 
სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება 2026 წლის 1-ლი სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით შეუძლიათ. განაცხადები მიიღება ვებგვერდის — https://vacancy.hr.gov.ge - ის მეშვეობით, სადაც სხვადასხვა საჯარო უწყების მიერ გამოცხადებულ სტაჟირების კონკურსზე იქნება შესაძლებელი რეგისტრაცია.
 
ვის შეუძლია სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობა?
 
სტაჟიორად შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს მოქალაქე, რომელიც:
 
  • სწავლობს უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის (ბაკალავრიატი) დამამთავრებელ კურსზე;
  • სწავლობს უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე (მაგისტრატურა);
  • ან დასრულებული აქვს უმაღლესი განათლების პირველი ან მეორე საფეხური 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში.
შერჩევის კრიტერიუმები:
 
სტაჟირების კანდიდატის შერჩევის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმია აკადემიური მოსწრება — 71-100 ქულის მაჩვენებელი ან/და GPA 2.7-4.0.
 
კონკურსი ორ ეტაპად წარიმართება:
  • განაცხადების გადარჩევა;
  • გასაუბრება.
 
თანაბარი კანდიდატების შემთხვევაში, გასაუბრების ეტაპზე უპირატესობა მიენიჭებათ უფრო მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე კანდიდატებს.
 
სტაჟირების პერიოდი
 
შერჩეული კანდიდატები სტაჟირებას 2026 წლის 1-ლი ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით გაივლიან.
 
ჩვენი კარიერული განვითარების და დასაქმების სამსახური თქვენს გვერდითაა
 
თუ გსურთ, წარმატებით მიიღოთ მონაწილეობა კონკურსში, დამატებითი ინფორმაციისა და პროფესიული კონსულტაციისთვის შეგიძლიათ მოგვმართოთ კარიერული განვითარების და დასაქმების სამსახურს.
 
ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ, მოემზადოთ დამსაქმებელთან წარმატებული წარდგენისთვის და, საჭიროების შემთხვევაში, გაიაროთ რეგისტრაცია ვებგვერდზე- https://vacancy.hr.gov.ge/
 
საკონტაქტო ინფორმაცია:
 
E-mail: career@ug.edu.ge
Tel: +995 511 30 27 47
 
 
SHARE ON







OUR SOCIAL NETWORKS
UG
CONTACT
Address: 77a, M. Kostava str. Tbilisi, 0171, Georgia Tel: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
ADDITIONAL LINKS
STAY INFORMED
Stay connected and get the latest information
SUBSCRIBE
All Rights Reserved. Copyright © 2018 The University of Georgia

STAY INFORMED
Stay connected and get the latest information
SUBSCRIBE
OUR SOCIAL NETWORKS
UG
CONTACT
Address: 77a, M. Kostava str. Tbilisi, 0171, Georgia Tel: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
ADDITIONAL LINKS
All Rights Reserved. Copyright © 2018 The University of Georgia