საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის და კურსდამთავრებულებისთვის
სტაჟირების პროგრამა – კომერციული განვითარება და ბიზნეს მხარდაჭერა
დამსაქმებელი: შპს „აი სი არ ტრეიდ“
სტაჟირების ხანგრძლივობა: 1 წელი
ანაზღაურება: 1000 ლარი (GEL, დაბეგრილი)
სამუშაო გრაფიკი: სრული – 40 საათი კვირაში (სალექციო საათების გათვალისწინებით)
განაცხადის წარდგენის ვადა: 15 ივლისი, 2025
კომპანიის შესახებ:
„აი სი არ ტრეიდი“ წარმოადგენს „ICR ჯგუფის“ წევრ კომპანიას და აერთიანებს საერთაშორისო და ლოკალურ ბრენდებს: Bata, Bambino, ECCO, Geox, Studio ფეხსაცმლის გალერეა, Laboratoria, Ripley, AV Lab, Corso Italia, Scarpeira, Okaïdi, Jacadi და სხვ. კომპანია საქართველოში ფლობს 50-ზე მეტ მაღაზიას.
სტაჟირების მიმართულებები:
კომერციული განვითარება:
მარაგების მართვის სისტემის მხარდაჭერა
ბრენდების მიხედვით სასაქონლო მარაგების ეფექტური გადანაწილება
გაყიდვების ანალიზი
გუნდებთან მჭიდრო თანამშრომლობა სამუშაო პროცესის გაუმჯობესებისთვის
ბიზნეს მხარდაჭერა:
საოპერაციო პროცესებში ჩართულობა
გაყიდვების, მარკეტინგისა და მარაგების მართვის სისტემების მხარდაჭერა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსი ბიზნესის, მარკეტინგის, ფინანსების ან მომიჯნავე სფეროში
MS Office პროგრამების (განსაკუთრებით Excel-ის) კარგად ცოდნა
ქართული ენის სრულყოფილი ფლობა
ინგლისური ენის კარგი დონე
რას გთავაზობთ:
პროფესიონალთა გუნდთან ერთად ბიზნეს პროექტებზე მუშაობის გამოცდილება
კომპეტენციების განვითარება და კარიერული ზრდის პერსპექტივა
პერსონალური განვითარების გეგმა, მენტორების მხარდაჭერა და მუდმივი უკუკავშირი
წარმატებული სტაჟირების შემდეგ დასაქმების შესაძლებლობა
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, შეავსოთ აპლიკაცია შემდეგ ბმულზე:
გადასვლა სააპლიკაციო ფორმაზე
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ კარიერული განვითარების და დასაქმების სამსახურში.
აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარდგეთ დამსაქმებლის წინაშე.
საკონტაქტო ინფორმაცია:
E-mail: career@ug.edu.ge
Tel: +995 511 30 27 47.