საქართველოს უნივერსიტეტი გთავაზობთ გახდეთ ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი UG-ში.
ჩვენს პერსონალს დავახვედრებთ
- კონკურენტულ ანაზღაურებას
- პროფესიული განვითარების ხელშეწყობას
- ჯანსაღ ორგანიზაციულ კულტურას
- უსაფრთხო სამუშაო გარემოს
- უახლეს საოფისე ტექნოლოგიებს
თქვენი ძირითადი მოვალეობები იქნება
- სასწავლო-სამეცნიერო ინფრასტურქტურის ტექნიკური აღჭურვილობის (პროექტორი, სმარტ დაფა, აუდიტორიის კომპიუტერი, ინტერნეტი და ა.შ.)
- გამართული მუშაობის რეულარული მონიტორინგი და უზრუნველყოფა
- სასწავლო-სამეცნიერო პერსონალის ტექნიკურ პრობლემებზე მომენტალური რეაგირება
- საჭიროების შემთხვევაში სასწავლო-სამეცნიერო პერსონალის კონსულტირება ტექნიკური ინვენტარის/პროგრამის მოხმარებასთან დაკავშირებით
- მენეჯერის მიერ დაკისრებული სხვა დავალებების შესრულება, კომპეტენციის შესაბამისად
კვალიფიკაცია, რომელსაც ვითხოვთ
- ბაკალავრის ხარისხი (ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი-III-IV) ინფორმაციული ტექნოლოგიების, კომპიუტერული მეცნიერების, საგანმანათლებლო ტექნოლოგიების ან მასთან დაკავშირებულ სფეროში.
- კომპიუტერული სისტემების, მობილური მოწყობილობების და სხვა ტექნიკური პროდუქტების გამოყენების ცოდნა
- ინგლისური ენის ცოდნა (2)
უნარები, რომელიც უნდა გქონდეთ
- დროის ეფექტურად მართვის უნარი
- დეტალებზე ორიენტირებული
- სისწრაფე და ოპერატიულობა
- ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის კარგი უნარი
დაინტერესებულმა კანდიდატებმა წარმოადგინეთ CV 2026 წლის 9 მარტის ჩათვლით შემდეგ ელ-ფოსტაზე:
vacancy@ug.edu.ge. სათაურის ველში მიუთითეთ:
ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი, წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.
საქართველოს უნივერსიტეტი არის ყველაზე დიდი კერძო უნივერსიტეტი საქართველოში, რომელიც ემსახურება 7000-მდე ქართველ და საერთაშორისო სტუდენტს. UG-ს მრავალფეროვანი და პროგრესული გუნდი 1200-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს.
საქართველოს უნივერსიტეტის გუნდი პატივს სცემს ადამიანის პერსონალური მონაცემების დაცვის უფლებას და მოქმედებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება საქართელოს უნივერსიტეტის მიერ, რათა დადგინდეს ვაკანტურ პოზიციასთან თქვენი შესაბამისობა. პერსონალური მონაცემები გამოიყენება წანასახელშეკრულებო ურთიერთობის ვადით, კანდიდატის შესასხებ დასაქმებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებამდე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ კარიერული განვითარების და დასაქმების სამსახურიში.
აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარდგეთ დამსაქმებლის წინაშე.