Scroll down

explore more

The University of Georgia

Latest NEWS


SHARE ON


16 February 2021
განწყობის თეორიის შემსწავლელი ჯგუფი

განწყობის  თეორიის შემსწავლელი ჯგუფი ფსიქოლოგიის პროგრამის სტუდენტებისთვის

ჯგუფის ხელმძღვანელები: ლელა ტყეშელაშვილი, ნანა ბურდული

ჯგუფის მუშაობის ძირითადი მიზანი: დ.უზნაძის განწყობის ზოგადფსიქოლოგიური თეორიის ჩამოყალიბებისა და განვითარების ტენდენციების საფუძვლიანი შესწავლა-გაანალიზება.

 

ჯგუფის სამუშაო თემატიკა და შესაბამისი შემეცნებითი აქტივობები:

1. თემა:  განწყობა, როგორც უზნაძის ფსიქოლოგიური სისტემის ცენტრალური ცნება, განწყობის ექსპერიმენტული  და ზოგადფსიქოლოგიური თეორიის შექმნის ისტორია.

აქტივობები:

• ისტორიული, ბიოგრაფიული და სამეცნიერო მასალის გაცნობა;

• სამუზეუმო, საბიბლიოთეკო და თემატური ფოტო-ვიდეო მასალის გაცნობა/მონახულება;

• მიღებული ინფორმაციის სტრუქტურიზება, პრეზენტაცია და თემატური დისკუსია.

 

2. თემა:  განწყობის თეორიის როლი და ადგილი ძირითად ფსიქოლოგიურ პარადიგმებსა და ზოგადფსიქოლოგიურ მიმდინარეობებს შორის.

აქტივობები:

• თეორიული მიმოხილვა: განწყობის ცნება სხვადასხვა ფსიქოლოგიურ კონცეფციაში;

• თეორიული მიმოხილვა: არაცნობიერის, მოტივაციის, პიროვნების, მოთხოვნილების, აზროვნების, ნებელობის, მორალისა, ძილისა და სიზმრის, ქცევის  და სხვა ფუნდამენტური კონსტრუქტებისა და ფსიქიკური ფენომენების  ალტერნატიული გააზრება განწყობის თეორიაში;

• არაცნობიერის პრობლემისადმი მიძღვნილი თბილისის 1979 წლის  სიმპოზიუმის მასალების გაცნობა.

• მიღებული ინფორმაციის სტრუქტურიზება, პრეზენტაცია და თემატური დისკუსია.

3. თემა:   „უზნაძის სკოლა“ - თეორიის განვითარება უზნაძის მოსწავლეების სამეცნიერო შრომებში და კვლევის ძირითადი მიმართულებები. 

 

აქტივობები:

• თემის შესაბამისი მასალების მოპოვება  - რ. ნათაძის, შ. ნადირაშვილის, ი. ბჟალავას, დ. რამიშვილის, ბ. ხაჭაპურიძის, შ. ჩხარტიშვილის, ა. შეროზიას  და სხვ. ნაშრომების გაცნობა;

• მიღებული ინფორმაციის სტრუქტურიზება, პრეზენტაცია და თემატური დისკუსია.

4. თემა :  განწყობის თეორიის თანამედროვე მდგომარეობა და  განვითარების ტენდენციები თეორიული და გამოყენებითი (ფსიქოდიაგნოსტიკისა და ფსიქოთერაპია/კონსულტაციის) მიმართულებით.

აქტივობები: 

• განწყობის ფსიქოლოგიის თანამედროვე მკვლევართა ნაშრომების, საკონფერენციო მასალებისა და მონოგრაფიების მოძიება და განხილვა;

• მიღებული ინფორმაციის სტრუქტურიზება და პრეზენტაცია და თემატური დისკუსია;

• ჯგუფის მუშაობის შეჯამება, ელექტრონული მასალების ვებ-სივრცეში განთავსება. 

რეგისტრაციის გაიარეთ რეგისტრაცია > https://docs.google.com/forms/d/14nLbsQEMjBW_kxHTzZgZcCoRR2R46tZFTFuW32vYwis/edit

განცხადების რეგისტრაციის გამოცხადება (დელაინი): 15 - 28 თებერვალი

სტუდ-ბის ჯგუფებში (გა)დალაგება (პირველი რეგისტრაციის პრინციპი):1-10 მარტი

სამუშაო ჯგუფების გაცნობითი შეხვედრა ჩვენთან: 11-14 მარტი

სამუშაო ჯგუფების მუშაობის დაწყება: 15 მარტი

სამუშაო ჯგუფების მუშაობის საბოლოო შედეგი: 15 ივლისი

 

 

 

 

 

 






OUR SOCIAL NETWORKS
UG
CONTACT
Address: 77a, M. Kostava str. Tbilisi, 0171, Georgia Tel: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
ADDITIONAL LINKS
STAY INFORMED
Stay connected and get the latest information
SUBSCRIBE
All Rights Reserved. Copyright © 2018 The University of Georgia

STAY INFORMED
Stay connected and get the latest information
SUBSCRIBE
OUR SOCIAL NETWORKS
UG
CONTACT
Address: 77a, M. Kostava str. Tbilisi, 0171, Georgia Tel: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
ADDITIONAL LINKS
All Rights Reserved. Copyright © 2018 The University of Georgia