Latest NEWS
სამუშაო ჯგუფი სტრატეგიული კომუნიკაციების პროგრამის სტუდენტებისთვის
კვლევითი და პრაქტიკული სამუშაო ჯგუფი თემაზე: კომერციული რეკლამის გავლენა მომხმარებლის ქცევასა და არჩევანზე
აღწერა: სამუშაო ჯგუფის ფარგლებში სტუდენტები იმუშავებენ შემდეგ თემატიკაზე:
რას გულისხმობს “მყიდველზე გათვლილი მარკეტინგი” და როგორ მუშაობს ის საქართველოში. რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს პროდუქტი, რომ მან მომხმარებლის ინტერესი დაიმსახუროს და მისი შეძანა წაახალისოს
პროექტის მიზანია, რომ მის მონაწილეებს სწორად ესმოდეთ ძირითადი მარკეტინგული საშუალებების რაობა და ფუნქცია: რეკლამა, პირდაპირი მარკეტინგი, გაყიდვების პრომოცია და პერსონალური გაყიდვები.
შეხვედრები დატვირთული იქნება პრაქტიკული ამოცანებითა და კვლევებით, რომელთა შესრულებაშიც აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას სტუდენტები.
პროექტის ფარგლებში მომზადდება გზამკვლევი „როგორ შევქმნათ მომხმარებელზე გათვლილი კომერციული რეკლამა.“ შეირჩევა საუკეთესო ნამუშევრები და მოხდება ნამუშევრების www.upriani.ge-ზე განთავსება.
მონაწილეობის მსურველებმა გაიარეთ რეგისტრაცია > https://docs.google.com/forms/d/1oj8eFSBzbVOU7-wnOpDEQnn8B2BDlmPLNQsBYM5eQX0/edit
განცხადების რეგისტრაციის გამოცხადება (დელაინი): 15 - 28 თებერვალი
სტუდენტების ჯგუფებში (გა)დალაგება (პირველი რეგისტრაციის პრინციპი):1-10 მარტი
სამუშაო ჯგუფების გაცნობითი შეხვედრა ჩვენთან: 11-14 მარტი
სამუშაო ჯგუფების მუშაობის დაწყება: 15 მარტი
სამუშაო ჯგუფების მუსაობის საბოლოო შედეგი: 15 ივლისი